მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სამხედროებს ჭარბი წონის პრობლემა აქვთ

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სამხედროებს ჭარბი წონის პრობლემა აქვთ

აშშ

2018 წელს საერთაშორისო ანალიტიკურმა ცენტრმა RAND Corporation დაადგინა, რომ ამერიკელი სამხედროების თითქმის ორ მესამედს ჭარბი წონის პრობლემები აქვს - სულ მცირე, სამხედრო თვალსაზრისით. აშშ-ის ჯარში ზომავენ სხეულის მასის ინდექსს - ადამიანის წონის თანაფარდობა მის სიმაღლესთან.

გენერალმა ჯეფრი ფილიპსმა გასულ წელს განაცხადა, რომ ამერიკული ჯარი ყოველწლიურად 1,5 მილიარდ დოლარამდე ხარჯავს სამხედროების ჭარბი წონის დაკლებისთვის და იმ ახალგაზრდების მოსაძებნად, რომლებსაც ჯარში მსახურება სურთ.

ჩინეთი

ჩინეთის ჯარში მთავარი პრობლემა ეხება მავნე საჭმელს და მასტურბაციას. ასეთი ვერდიქტი გამოაცხადა ჩინეთის განმათავისუფლებელი არმიის ოფიციალურმა გაზეთმა. ცუდი კვება, ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესი და თვითდაკმაყოფილება - სწორედ ამ მიზეზების გამო, ახალწვეულები ფიზიკურ შემოწმებებს ძალიან ხშირად ვერ გადიან.

მიუხედავად იმისა, რომ ახალწვეულების მიმართ მკაცრი მოთხოვნები არ არის, 2017 წელს, ახალგაზრდების, სულ მცირე 20% ჭარბი წონის გამო დაბლოკეს.

ირანი

Globalfirepower.org-ის ანგარიშის მიხედვით, ირანის არმიაში დაახლოებით ნახევარი მილიონი სამხედრო მოსამსახურეა, თუმცა ჟურნალ BMC Public Health-ის ცნობით, 13%-ს სიმსუქნე აწუხებს.

დიდი ბრიტანეთი

გასული წლის ნოემბერში ბრიტანელი სამხედროების ჭარბ წონაზე ქვეყანაში ბევრს ლაპარაკობდნენ. მიზეზი კატერიკსკის გარნიზონში დისლოცირებული სამხედროები იყვნენ, რომლებსაც ადგილობრივ სწრაფი კვების კაფე Gregg's-ში სიარული აუკრძალეს.

დაახლოებით იმავე დროს, ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ციფრები, რომელიც მიხედვითაც 10% სამხედროს ჭარბ წონასთან დაკავშირებული პრობლემა აქვს.