ყველა ამერიკელმა დიპლომატმა ვენესუელა დატოვა. განცხადება მაიკ პომპეომ გააკეთა. ამის შესახებ Aljazeera წერს.
„ამერიკელი დიპლომატები მისიას სხვა ადგილებიდან განაგრძობენ, საიდანც ისინი ვენესუელელ ხალხს ჰუმანიტარული ტვირთების მართვაში და დემოკრატიული მოღვაწეების მხარდაჭერაში დაეხმარებიან“, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებაში.
12 მარტს ვენესუელის საგარეო უწყებამ ამერიკელ დიპლომატებს ქვეყნის დასატოვებლად 72 საათიანი ვადა მისცა.
ვენესუელაში ვითარება განსაკუთრებით იანვარში მას შემდეგ დაიძაბა, რაც აშშ-ის მიერ მხარდაჭერილმა ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ საკუთარი თავი ვენესუელის პრეზიდენტად გამოაცხადა.
გუაიდოს ლეგიტიმურობა მსოფლიოს 20-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის, საქართველომაც აღიარა. მადუროს ხელისუფლების პირობებში ვენესუელამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა.