პეტრე ცისკარიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებს დაუბრუნდა.
„ცისკარიშვილმა დაიმსახურა კიდევ ერთი შანსი, ემსახუროს სამშობლოს“ - განაცხადეს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოში.
თავად ცისკარიშვილის განცხადებით კი, პოლიტსაბჭოს ეს გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა, თუმცა, „მაინც ბედნიერია,“ რომ კვლავ მიეცა საშუალება, შესაძლებლობების ფარგლებში, პარტიასა და ქვეყანას დაეხმაროს.