ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ვიეტნამში ჩავიდა, სადაც ის აშშ-ის პრეზიდენტს შეხვდება. ამის შესახებ BBC წერს.
ჰანოიში კიმ ჩენ ინს საპატიო დახვედრა მოუწყვეს. ქალაქში ლიდერების შეხვედრასთან დაკავშირებით უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია.
დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის რიგით მეორე შეხვედრა 27-28 თებერვალს გაიმართება. თეთრი სახლის ლიდერი ვიეტნამში უკვე გაემგზავრა.
დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი პირველად ერთმანეთს 2018 წლის 12 ივნისს, სინგაპურში შეხვდნენ. სამიტის ფარგლებში ხელი მოეწერა შეთანხმებას, რითაც ფხენიანმა კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების ვალდებულება აიღო.