ავღანეთის მოსახლეობის მესამედი სურსათის დეფიციტს განიცდის - წერს Euronews.
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია (გაერო) ავღანეთში ჰუმანიტარულ კრიზისს პროგნოზირებს. სურსათის დეფიციტი გასული წლის გვალვებმა გამოიწვია.
გაეროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ავღანეთს მოსალოდნელი ჰუმანიტარული კრიზისის დასაძლევად 600 მილიონი ევრო სჭირდება.
გაეროს პროგნოზით, ავღანეთში სიტუაციას არსებული კონფლიქტის დარეგულირება გამოასწორებს.