ხუან გუაიდომ, რომელმაც თავი ვენესუელის პრეზიდენტად გამოაცხადა, ქვეყნის ლიდერის რანგში ხელი პირველ ბრძანებას მოაწერა. ბრძანების მიხედვით ვენესუელაში ჰუმანიტარული დახმარების შემოტანა დაშვებულია.
დოკუმენტის ფოტო, ხუან გუაიდომ საკუთარ "ტვიტერზე" გამოაქვეყნა. ბრძანებაში წერია, რომ დასავლეთის მიერ პრეზიდენტად აღიარებული გუაიდო ბოლივარიელთა ნაციონალური შეიარაღებული ძალების მეთაურია და სხვა და სხვა სამხედრო ფორმირებებს უბრძანებს, რომ ქვეყანაში ჰუმანიტარული დახმარების შემოსვლა არ შეაფერხონ. დოკუმენტში ისიც წერია, რომ ვენესუელის ყველა საზღვარი ღიაა.
შეგახსენებთ, რომ აქამდე ნიკოლას მადურომ ბრაზილიასთან და კოლუმბიასთან საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. ეს ნაბიჯი რეჟიმმა, ოპოზიციისთვის გაგზავნილი ჰუმანიტარული დახმარების შეზღუდვის სურვილით ახსნა.