რომში ჩამპინოს აეროპორტი დროებით დაიხურა. ამის მიზეზი შენობაში გაჩენილი ხანძარი გახდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, აეროპორტიდან ყველა მგზავრისა და აეროპორტის პერსონალის ევაკუაცია განხორციელდა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.