„ივანიშვილი არის კაცი, რომელიც უკან არ იხევს არც ერთი თავისი სისულელისგან

„ივანიშვილი არის კაცი, რომელიც უკან არ იხევს არც ერთი თავისი სისულელისგან"

"დარწმუნებული ვარ, რომ მარიხუანას ამბავს კიდევ მიუბრუნდება, მოსამართლეებსაც ყველას ერთად დაგვიბრუნებს"

„ბიძინა ივანიშვილი არის ბოროტება, მაჯლაჯუნა რომელი თავზე აზის ახლა საქართველოს. ივანიშვილი არის კაცი, რომელიც უკან არ იხევს არც ერთი თავისი სისულელისგან. ეს (ბანკზე თავდასხმა) რომ გაგრძელდებოდა, ამაში ისევე ვიყავი დარწმუნებული, როგორც დარწმუნებული ვარ, რომ მარიხუანას ამბავს კიდევ მიუბრუნდება, მოსამართლეებსაც ყველას ერთად დაგვიბრუნებს, თავის ჩინჩალაძიანად... ასეთი სამარცხვინო ამბავია, რომ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელიც ყოფილა მონა, როგორც ბევრი სხვა. პარლამენტის თავმჯდომარეს შეხედეთ, ყველა უნდა გახდეს ეგეთი. კობახიზაცია ხდება. გაირკვა, რომ ეროვნულ ბანკის პრეზიდენტიც ასეთი მათხოვარია, პარლამენტის თავმჯდომარეც ასეთი მათხოვარია, ყველა უნდა გაამათხოვროს... საქართველოსთვის არაფერს არ აკეთებს, ყველაფერი კეთდება ან პირადად მისთვის, ან მართლაც რომელიღაც უცხო ქვეყნისთვის," - აცხადებს „რესპუბლიკელი" ლევან ბერძენიშვილი.

„რეზონანსი": „თიბისი ბანკზე" შეტევა მძაფრდება. ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკის" დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძისთვის სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევა მოითხოვა ინტერესთა კონფლიქტის შესახებ კანონის დარღვევის საფუძვლით. პროკურატურა ამ ადამიანებს 11წლის წინ 17 მილიონი დოლარის გათეთრებაში ადანაშაულებს. თქვენი აღქმით, რა ხდება „თიბისი ბანკის" ირგვლივ?

ლევან ბერძენიშვილი: ეს ყველაფერი არის სამარცხვინო ნაბიჯი, რომელიც გადადგა ეროვნულმა ბანკმა, რომელიც აღმოჩნდა ბიძინა ივანიშვილის ყურმოჭრილი მონა. რაც ახლა საქართველოში ხდება, ასეთი თავის მოჭრა ამ სფეროში არც გამიგია სადმე მომხდარიყოს, ქვეყანა თავისი ხელით თვითონ ებრძვის ისეთ ინსტიტუტს, რომლის გამყარებაზე უნდა მუშაობდეს, იმიტომ რომ, არსებობს პიროვნება, რომელიც თავზე დაისვა ქართველმა ხალხმა, სამწუხაროდ და რომლის ფანტაზიასა და წარმოდგენებს, როგორც ჩანს, საზღვარი არ აქვს. ერთი წამით არავის ეპარება ეჭვი, რომ ეს არ არის ეროვნული ბანკის თავმჯდომარის და მისი მოადგილეების მოსაზრება და ეს არის ივანიშვილის მოსაზრება, რომელსაც ეტყობა სურს, რომ მხოლოდ ის იყოს, ის წყვეტდეს ყველა საკითხს, მათ შორის ანაკლიის პორტის საკითხს და ა.შ. რაც ხდება, სრულიად გასაგებია, უბრალოდ სამარცხვინოა. არ მეგონა ასეთ ვითარებაში თუ აღმოვჩნდებოდით, მაგრამ, სამწუხაროდ, აღმოვჩნდით.

": რატომ ებრძვის ივანიშვილი ხაზარაძეს, მიზეზი გავლენებია თუ სხვა ინტერესიც შესაძლებელია არსებობდეს? ანაკლიის პორტი ახსენეთ, ეს პროექტი რუსეთის უკმაყოფილებას იწვევს და შესაძლებელია, რომ ეს შეტევა რუსული დაკვეთა იყოს?

ლ.ბ: ამას ვერ გეტყვით. არაფერი გამორიცხული არ არის, არც შეკვეთა და არც მისი პირადი ამბიციები, მაგრამ მთავარი ეს არ არის, მთავარია ის, რომ მისი საქციელი არის უკანონო. საქართველოს ეროვნული ბანკი აღმოჩნდა ამ უკანონობის მძევალი ასე იოლად და ქართული საზოგადოება ასე პირდაღებული უყურებს ამ უსაქციელობას.

": საზოგადოების რაღაც ნაწილში უკვე ითქვა, რომ ამ დავაში ერთ მხარეს დგას ბანკი, და ხალხს ბანკები მაინცდამაინც არ უყვარს, ხოლო მეორე მხარეს დგას ივანიშვილი, რომელიც მიიჩნევა, რომ ქველმოქმედია და ამიტომთიბისი ბანკი" საზოგადოების მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს. თქვენი აზრით, არის ეს გათვლაც?

ლ.ბ: გულუბრყვილო წარმოდგენაა და მთლად ასეც არ უნდა იყოს, რომ ხალხს ბანკები არ უყვარს. თუ ხალხს ბანკი არ უყვარს, მაშინ ივანიშვილი ვინ არის, „ვეფხისტყაოსანი" ხომ არ დაუწერია, მთელი ცხოვრება იყო ბანკირი, მეტი არაფერი. „როსიისკი კრედიტიდან" იშოვა ფული. თუ იმას აფუძნებს, რომ ბანკირი ცუდია, მაშინ გამოვა ერთ მშვენიერ დღეს ქართველო ხალხი და იტყვის, რომ ივანიშვილია ყველაზე დიდი ბანკირი და ყველაზე ცუდი ეგ ყოფილა.

რაც შეეხება ქველმოქმედებას, თუ ივანიშვილი ქველმოქმედი და რამე გაუკეთებია, ვითომ „თიბისი ბანკს" არაფერი გაუკეთებია, არც ქველმოქმედების მიმართულებით, არც მხარი დაუჭერია რაიმესთვის, არც „საბა" გაუგონია ვინმეს, არც ლიტერატურასთან მისი კავშირი?! უკაცრავად, მაგრამ ეს ლაყბობაა. ეს სისულელეა. თუ მაგის იმედზეა ივანიშვილი, რომ ხალხს ბანკი არ უყვარს, ამიტომ მას შერჩება ყველაფერი, რასაც აკეთებს, ბრიყვი ყოფილა. თუმცა ასე არ არის. ხალხის დამოკიდებულება ბანკისადმი გასაგებია. ხალხს საერთოდ შეიძლება მდიდარი ხალხი არ უყვარდეს, მაგრამ იმ ქვეყანაში, სადაც ივანიშვილს ყველა სისულელე გასდის, ნუ მეტყვით, რომ ბანკი არ უყვარს ხალხს. როგორც ჩანს, ხალხს უყვარს ივანიშვილი, მთავარი ბანკირიც ეგაა და მთავარი მილიარდერიც.

ჩვენ არ ვიცით რა მოტივი აქვს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ის მოქმედებს უკანონოდ. მთავარი აქ არის უკანონობა. რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ეროვნულმა ბანკმა, თუკი არ არსებობს სასამართლო დადგენილება, თუკი არავინ არ იცის, დამნაშავეა თუ არა ვინმე. ეროვნულ ბანკში რომ ხალხია, ხალხია საერთოდ?! არ შეიძლება ქვეყანაში სამართალი იმ დონეზე მაინც იყოს, ჯერ დადგინდეს, ვინაა დამნაშავე და იმის შემდეგ გამოცხადდეს, ვინ როგორ მოიქცეს?!

": ქვეყნის იმიჯისთვის, დემოკრატიისთვის რამდენად დამაზიანებელია ეს შეტევა?

ლ.ბ: ბანკი აუცილებელი, მნიშვნელოვანი შემადგენელია ჩვენი ეკონომიკის. მის რეპუტაციას აქვს მნიშვნელობა და ეს კაცი, იმის მაგივრად ინახავდეს მას, პირიქით, თავს ესხმის და ამას აკეთებს სამარცხვინო პაიკების, ჭიანჭველების ხელით, რომლებიც საქართველოში ყველა სფეროში აღმოჩნდნენ. ყველგან მათხოვრები სხედან. ასეთი სამარცხვინო ამბავია, რომ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელიც ყოფილა მონა, როგორც ბევრი სხვა. პარლამენტის თავმჯდომარეს შეხედეთ, ყველა უნდა გახდეს ეგეთი. კობახიზაცია ხდება. ყველა უნდა იყოს დაახლოებით ისეთი, როგორიც არის საქართველოს პარლამენტის დღევანდელი თავმჯდომარე. გაირკვა, რომ ეროვნულ ბანკის პრეზიდენტიც ასეთი მათხოვარია, პარლამენტის თავმჯდომარეც ასეთი მათხოვარია, ყველა უნდა გაამათხოვროს. როგორც ჩანს, ვერ მოიძებნა ფორმები, რა ფორმითაც საქართველოში პოლიტიკა უნდა კეთდებოდეს. ჯერ იყო და, არაფორმალურად თავს აჯდა ამდენი ხანი, ახლა არის რომელიღაც ერთი პარტიის დამფუძნებელი და ამიტომ არის საქართველოს დირექტორი, ასევე არაფორმალური. არც ერთი ნაბიჯის უკან არ დგას საქართველოს სიყვარული. საქართველოსთვის არაფერს არ აკეთებს, ყველაფერი კეთდება ან პირადად მისთვის, ან მართლაც რომელიღაც უცხო ქვეყნისთვის.

": ელოდით, რომ ბიზნესზე დაიწყებოდა შეტევა?

ლ.ბ: ბიძინა ივანიშვილი არის კაცი, რომელიც უკან არ იხევს არც ერთი თავისი სისულელისგან. ეს რომ გაგრძელდებოდა, ამაში ისევე ვიყავი დარწმუნებული, როგორც დარწმუნებული ვარ, რომ მარიხუანას ამბავს კიდევ მიუბრუნდება, მოსამართლეებსაც ყველას ერთად დაგვიბრუნებს, თავის ჩინჩალაძიანად. იმიტომ რომ, ეს ასეთი კაცია. მთელი მისი ცხოვრება ამას აკეთებდა. ის არ შეიძლება შეცდეს, ის შეუმცდარია. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ერთ შემთხვევაც ვერ ვნახეთ, ერთი კაცი დაესახელებინა და ეთქვას, რომ მან გაამართლა. არადა ამბობს, რომ ამაშია ყველაზე მაგარი, თუმცა გაირკვა, რომ ვერც ერთი პრემიერი ვერასდროს ვერ გამოიცნო. იმის თქმა მინდა, რომ ივანიშვილი არც ერთი თავისი იდეისგან უკან არ იხევს ხოლმე. ის ჯიუტი ადამიანია და ცდილობს თავზე მოგვახვიოს ყველაფერი. ამიტომ ამ ბრძოლას ის გააგრძელებს.

": რა არის ივანიშვილის მიზანი?

ლ.ბ: ივანიშვილს უნდა, რომ თავისი მილიარდები არავინ არ წაართვას. როგორც ჩანს, ბავშვობიდან ერთი სიკეთე არ აქვს გაკეთებული უმიზნოდ. თუ ვინმეს 1 თეთრი მისცა, იმისთვის მისცა, რომ 5 თეთრი უნდა ეშოვა ამაში, 500%-იანი უყვარს ყველაფერი. ამიტომ, სრულიად ნათელია, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ბოროტება, მაჯლაჯუნა რომელი თავზე აზის ახლა საქართველოს და ჩვენ უნდა მოვიფიქროთ ხერხები, კანონიერი გზები, როგორ გავათავისუფლოთ ქვეყანა ასეთი ტიპის მმართველისაგან, რომელიც თავს ჭრის საკუთარ ქვეყანას.

სოციალისტი მე ხაზარაძის მხარეზე ვარ, მაგრამ ამ არარაობას რატომ არჩევინებთ ბიზნესის საქმეს, ბანკის საქმეს? ამან რა იცის კანონი და ბანკის წესდების, საბანკო საქმის რა ესმის?! გაბოროტებულია ბიძინას რომ ვერ დაადგა უღელი და მის ყანას რომ არ უხნავს, ანუ ფულს რომ ვერ ცინცლავს, ამ უგუნურს ჭკუას რომ არ ეკითხება!
5 წლის უკან