აშშ-ის იუსტიციის სამინისტროში ტრამპის შესაძლო გადაყენებას რეალურად განიხილავდნენ

აშშ-ის იუსტიციის სამინისტროში ტრამპის შესაძლო გადაყენებას რეალურად განიხილავდნენ

აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს მაღალჩინოსნები 2017 წლის მაისში სერიოზულად განიხილავდნენ დონალდ ტრამპის გადაყენების საკითხს კონსტიტუციის 25-ე შესწორების დახმარებით. ამის შესახებ CBS News-ის ცნობთ, თქვა FBI-ის ყოფილმა დირექტორის მოადგილემ ენდრიუ მაკეიბმა. სრული ინტერვიუ კვირას გამოქვეყნდება.

გადაყენების შესახებ საუბარი FBI-ის დირექტორის, ჯეიმს კომის გათავისუფლების შემდეგ დაიწყეს. იუსტიციის სამინისტროში, რომელსაც FBI ემორჩილება, იყო თუ არა ეს ტრამპის მხრიდან „რუსულ გამოძიებაში“ ჩარევის მცდელობა. მაკკეიბის განკარგულებით ახალი, შესაბამისი გამოძიება დაიწყო.

მაკეიბმა ასევე დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ განიხილებოდა პრეზიდენტის ფარული მოსმენაც, იმ შემთხვევაში თუ იუსტიციის სამინისტრო მის გადაყენებას გადაწყვეტდა.