საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა მეკარემ ნუკრი რევიშვილმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა.
მას ეროვნული ნაკრების მაისურით 32 შეხვედრა აქვს ჩატარებული. ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.
„მადლობა ნაკრებში გატარებული თითოეული წუთისთვის“, - ნათქვამია ფედერაციის განცხადებაში.
ნუკრი რევიშვილი 31 წლისაა.