გეგა გეგეშიძე დათუნაშვილთან მომხდარ ინციდენტს ნანობს

გეგა გეგეშიძე დათუნაშვილთან მომხდარ ინციდენტს ნანობს

ჭიდაობის ფედერაციაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით პრეზიდიუმის სხდომაზე იმსჯელებენ, რომელიც რამდენიმე დღეში გაიმართება.

ფედერაციის პრეზიდენტი დღეს სპორტის კომიტეტის თავმჯდომარეს მიხეილ ყაველაშვილს შეხვდა. მათ ფედერაციაში არსებულ მდგომარეობაზე იმსჯელეს.

გეგა გეგეშიძე სპორტსმენ ზურაბ დათუნაშვილთან მომხდარ ინციდენტს ნანობს და აცხადებს, რომ  მსგავსი ფაქტები არ უნდა ხდებოდეს.

გეგეშიძის განმარტებით, მნიშვნელოვანია ფედერაციაში არსებული სიტუაციის გამოსწორება. მისი თქმით, ყველა სპორტსმენი ვარჯიშს უნდა დაუბრუნდეს, რადგან წინ ოლიმპიური თამაშებია.

24 იანვარს სასამართლომ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს, გეგა გეგეშიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.

მანამდე გეგა გეგეშიძე პოლიციამ დაკითხვის შემდეგ დააკავა. მას სპორტის სასახლეში მომხდარი ჩხუბისას, მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას ედავებიან.