შვედური „გიოტებორგის“ ქართველი ლეგიონერი ამსტერდამის „აიაქსის“ თვალთახედვის არეშია. ELF Voetbal-ის ინფორმაციით, უკვე კარგა ხანია ჰოლანდიური გრანდი ქართველ ფეხბურთელს აკვირდება.
კონკრეტულ დეტალებს აღნიშნული წყარო არ ახმაურებს, თუმცა, წერს, რომ „აიაქსის“ სასურველ ფეხბურთელთა სიაში 22 წლის ქართველი შემტევიც იმყოფება და არაა გამორიცხული ტრანსფერი მომავალში შედგეს.
შეგახსენებთ, გიორგი ხარაიშვილი „საბურთალოს“ აღზრდილია, ხოლო შვედეთში ერთი წლის წინ გადავიდა. „გიოტებორგში“ პირველივე სეზონი წარმატებით ჩაატარა, 27 მატჩში 9 გოლის გატანა შეძლო.
აქვე გეტყვით, რომ გასული წლის მიწურულს, გიორგიმ შვედურ გუნდთან სრულფასოვანი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც ძალაში 2022 წლის ზაფხულამდე იქნება.