ჰაბიბ ნურმაგომედოვს 9-თვიანი დისკვალიფიკაცია მისცეს

ჰაბიბ ნურმაგომედოვს 9-თვიანი დისკვალიფიკაცია მისცეს

შერეული ორთაბრძოლის დაღესტნელი ვარსკვლავი ჰაბიბ ნურმაგომედოვი, ირლანდიელ კონორ მაკგრეგორთან ჩხუბის გამო, ბრძოლებს 9 თვით ჩამოაშორეს. ეს გადაწყვეტილება ნევადას შტატის სპორტულმა კომისიამ მიიღო. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

დისკვალიფიკაციის გარდა, ნურმაგომედოვი ნახევარი მილიონი დოლარითაც დააჯარიმეს.

რაც შეეხება მაკგრეგორს, მას ექვსთვიანი დისკვალიფიკაცია მისცეს და 50 ათასი დოლარით დააჯარიმეს.

დისკვალიფიკაციის ვადის ათვლა გასული წლის 6 ოქტომბრიდან იწყება. ამ დღეს ლას-ვეგასში შერეული ორთაბრძოლის ვარსკვლავები დაღესტნელი ჰაბიბ ნურმაგომედოვი და ირლანდიელი კონორ მაკგრეგორი ერთმანეთს შეხვდნენ. UFC 229-ის მთავარი ბრძოლის გამარჯვებული ჰაბიბ ნურმაგომედოვი გახდა.

კონორის დამარცხების შემდეგ ჰაბიბი გალიას გადაახტა და ირლანდიელის სპარინგ-პარტნიორ დილონ დენისს ეჩხუბა. ხოლო ოქტაგონში ჰაბიბის ბიძაშვილი და მეგობრები შეცვივდნენ და კონორს შეუტიეს.