"ბარსელონამ" ლა ლიგის 21-ე ტურში სტუმრად "ჟირონა" ლიონელ მესისა და სემედუს გოლებით ანგარიშით 2:0 დაამარცხა.
ეს მატჩი გამორჩეული იმით იყო, რომ არგენტინელი ვარსკვლავისთვის ეს ესპანეთის ჩემპიონატში 328-ე გამარჯვება გამოდგა.
ამ მაჩვენებლით მან მადრიდის "რეალის" ლეგენდას, რაულს (327) გადაასწრო. პირველ-მეორე ადგილებზე იკერ კასილიასი (334) და ანდონი სუბისარეტა (334) არიან.
2018/19 წლების სეზონის დასრულებამდე 17 ტური დარჩა. ამიტომ ნათელია, რომ მესი ახალი რეკორდის მფლობელი გახდება.