სად გააგრძელებს კარიერას თორნიკე ოქრიაშვილი? ეს კითხვა ქართული ფეხბურთის ყველა გულშემატკივარს აღელვებს. მან სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე უნდა იპოვოს ახალი კლუბი, რათა სეზონის მეორე ნახევარი მაინც სრულფასოვნად ჩაატაროს, ნაკრებსაც გამოადგეს და კარიერაც გადაარჩინოს.
ჩვენი ინფორმაციით, ოქრიაშვილთან დაკავშირებით აქტიურობენ ყაზახური და თურქული კლუბები. ჩვენმა წყარომ, რომელიც ყაზახურ საფეხბურთო წრეებთან ძალიან დაახლოებულია, გვითხრა, რომ ოქრიაშვილის გადაბირებით რამდენიმე იქაური კლუბია დაინტერესებული, მათ შორის, ყაზახური გრანდი - "ასტანა".
არსებობს ინტერესი თურქული კლუბების მხრიდანაც. მოკლედ, ვნახოთ, რა და როგორ იქნება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ცოტა ხნის წინ დატოვა "კრასნოდარი", სადაც არასაკმარისი სათამაშო პრაქტიკა ჰქონდა.