პსჟ-ს თავდამსხმელი ნეიმარი ჩემპიონთა ლიგაზე "მანჩესტერთან" ტრავმის გამო ვერ ითამაშებს.
RMC-ს ცნობით, ის 24 იანვარს "სტრასბურგთან" საფრანგეთის თასის 1/16 ფინალურ მატჩში მიღებული ტრავმის მორჩენას ვერ მოასწრებს.
როგორც იუწყებიან, მას მარჯვენა კიდურზე დაყრდნობა უჭირს და შესაძლოა, ოპერაციის გაკეთებაც დასჭირდეს.
ამ გუნდების შეხვედრები 12 თებერვალსა და 6 მარტს ჩატარდება.