უკრაინული Football24.ua-ს ინფორმაციით, გორის "დილას" ლეგიონერი მიკოლა კოვტალიუკის გადაბირებით ესპანური "სალამანკა" ინტერესდება.
"სალამანკა" ესპანეთის რანგით მესამე დივიზიონში - სეგუნდა B-ში ასპარეზობს და პირველ ჯგუფში მე-8 პოზიციას იკავებს.
მიკოლა კოვტალიუკმა ეროვნული ლიგის გასულ სეზონში 21 გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით მხოლოდ ბომბარდირებს - გიორგი გაბედავას და ბუდუ ზივზივაძეს ჩამორჩა.
მას კარიერის განმავლობაში კიევის "არსენალის", "პოლტავას", ფოთის "კოლხეთის" და თბილისის "დინამოს" რიგებში უთამაშია.
გორის "დილა" უკრაინელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 375 ათას ევროს ითხოვს.