სოლსკიაერი:

სოლსკიაერი: "ესაა კლასიკური "მანჩესტერი!"

„მანჩესტერ იუნაიტედს“ შემჩერებელი აღარავინ ჩანს. ალბათ, როგორ ნანობენ „წითელი ეშმაკების“ ბოსები, რომ ჟოზე მოურინიოს გაცილებით ადრე არ მიუთითეს კარისკენ...

ყოველშემთხვევაში ფაქტი სახეზეა - 8 მატჩი და 8 მოგება მას შემდეგ, რაც „მანიუ“ ოლე გუნარ სოლსკიაერმა ჩაიბარა. „მანკუნიანელებმა“ მორიგი ხმაურიანი გამარჯვება ინგლისის ასოციაციის თასზე პრინციპულ მეტოქესთან, ლონდონის „არსენალთან“ მოიპოვეს.

ნამატჩევს, ნორვეგიელი მწვრთნელი კმაყოფილი გახლდათ და რა გასაკვირია. თუმცა, დასძინა, სამუშაო გვაქვს და ახლა მომდევნო მატჩზე უნდა ვიფიქროთო.

„ამ მატჩისთვის ბევრს ვემზადებოდით. ლინგარდი? დიდი ფეხბურთელია. ჯესი გუნდისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეა, იცნობს გუნდის ფსიქოლოგიას და გუნდთან ადაპტირებულია. ჩვენ ნამდვილი გუნდი ვიყავით, რაღაც ასპექტებში უკეთ ვითამაშეთ, ვიდრე აქამდე. დაცვაში ბევრი ვიმუშავეთ და კონტრშეტევებზე ვმოქმედებდით - ეს კლასიკური "მანჩესტერია".

დღეს წინ დიდი ნაბიჯი გადავდგით. ეს გაცილებით კარგი თამაში იყო, ვიდრე „ტოტენჰემთან“ ვაჩვენეთ. ახლა მხოლოდ მუშაობის გაგრძელება და მომდევნო მატჩზე ფიქრია საჭირო“, - განაცხადა ნორვეგიელმა.