გოგა ბითაძემ ევროლიგაში მორიგი წარმატებული მატჩი ჩაატარა. გათამაშების მეოცე ტურში, „ბუდუჩნოსტმა“, სადაც ქართველი კალათბურთელი თამაშობს, ესპანეთის „გრან კანარია“ 75:70 დაამარცხა.
ბითაძემ კი 28 წუთში 16 ქულა, 7 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა დააგროვა და შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
მომდევნო მატჩს „ბუდუჩნოსტი“ 1 თებერვალს, ტურნირის ერთ ერთ საუკეთესო გუნდთან, მოსკოვის „ცეესკასთან“ გამართავს.