"ღამე დავრჩით გლდანის საპყრობილესთან მე და ახალგაზრდების დაახლოებით 50-კაციანი ჯგუფი. 4 საათის განმავლობაში ვერაფერს მივაღწიე. ამ დროს გამორბის ფორმიანი ადამიანი და მეუბნება - სასწრაფოდ გეძახით ციხის დირექტორიო. სირბილით შევყავარ შიგნით - ის კაცი ყვირის - მე ვარ დირექტორი, გვიშველეთ, ბუნტია დაწყებულიო. ჩემს ცხოვრებაში არ დამავიწყდება ხმაური, როცა 5 ათასი ადამიანი ანგრევდა გისოსებს. არ დამავიწყდება ის მომენტი არასოდეს, როცა მე და ლალი აფციაური მარტო დაგვტოვეს აჯანყებულ კორპუსებს შორის. 15-კაციანი ბრიგადა იქაურობას გაერიდა, ჩვენ უფრო ნერვებს ვუშლით პატიმრებსო. მეგონა, ახლა გამოანგრევენ გისოსებს და პირველი მსხვერპლი ჩვენ ვიქნებით-მეთქი. მოხდა საოცრება, პატიმრებმა გვიცნეს, დაიწყეს სახელების სკანდირება, გააჩუმეს ერთმანეთი და ჩამოვარდა სამარისებური სიჩუმე. მე დავიჩოქე", - აცხადებს სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილე კონფლიქტების დარეგულირების საკითხში ლალი მოროშკინა გაზეთ "ქრონიკისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ახლა პირველად ვასახელებ სამ პიროვნებას, სამ მკვლელს: ნინო დანელია, ნინო ქობალია და მაია მამფორია!"
"ჩვენ ვართ მოსული იმისთვის, რომ დავალაგოთ სიტუაცია, შემოვალთ კამერებში, გნახავთ ყველას, არავითარ შემთხვევაში საქმე არ მიიყვანოთ ბუნტამდე, შეიძლება სპეცნაზი შემოვიდეს, ჩაგცხრილონ, კომენდანტის საათი გამოაცხადონ და არჩევნები ჩაშალონ-მეთქი. მერე დაიწყეს ძახილი: ბიძინა, ბიძინა. პატიმრებმა დაგვიჯერეს, დაწყნარდნენ. შემდეგ დავსხედით ადმინისტრაციასთან ერთად, დირექტორი არის გურამ დოლიძე. ამ დროს რეკავს რუსთავის მე-6 კოლონიის უფროსი და ამბობს, რომ მასთანაც ბუნტი იწყება. ბატონმა გურამმა მთხოვა, წავსულიყავი რუსთავში. იქაც იგივე მეორდება, მიშვებენ ციხის პერიმეტრზე. იქ უფროსია ირაკლი აბაშიძე, რომელიც მეუბნება - მიდი, დააწყნარე პატიმრები როგორმეო. ბიჭებს ვთხოვე - სანთლების ავანთოთ, ყველაფერი კარგად იქნება მეთქი. მოკლედ, სიტუაცია ჩაწყნარდა და აბაშიძეს ვეუბნები - მაქვს ინფორმაცია, რომ კარცერში გყავთ ნაწამები ადამიანი, შემიშვი მასთან მეთქი. აბაშიძე მატყუებს - ახალი დანიშნული ვარ, გავერკვევი და ხვალ შეგიშვებ, კარცერში არავინ გვყავს, იქ არაფერი ხდებაო. ამის შემდეგ ვბრუნდები გლდანში...", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლალი მოროშკინა.
"გლდანში დოლიძე მეუბნება - ტუღუშმა ვერ მოიცალა მოსასვლელად, ჩვენ არ გვაქვს საშუალება ოფიციალურად შემოგიშვათ საპყრობილეშიო. ამასობაში პატიმრები იხვეწებიან - არ დაიშალოთ, თორემ ჩაგვცხრილავენო. მანამდე საპყრობილიდან გადის 10 სპეცმანქანა, სადაც ჰყავდათ გარდაცვლილები, ნაცემი და ნაწამები ადამიანები. ახლა იმას გეტყვი, როგორ მოცანცარდა გიორგი ტუღუში. როგორც კი გამოჩნდა, მე და დიმიტრი ლორთქიფანიძე მივცვივდით, თუ სად იყო აქამდე. მისი პასუხი: იცით, ახლა მე არ მცალია, დრო მჭირდება, გავერკვევი! შემდეგ საერთოდ არ გვაქცევს ყურადღებას, მას უსტვენენ მშობლები, შეურაცხყოფას აყენებენ გამწარებული ადამიანები. არც შესულა პატიმრებთან, ზრდილობის გამო გამოაღო ერთი საკნის კარი. ყველაზე მთავარი, არ მოინახულა არასრულწლოვანები! ამის შემდეგ შევდივართ მე, გელა კეტაშვილი და ლალი აფციაური - ისეთი შეგრძნება გვქონდა, იყო 1945 წელი და პატიმრებს ვათავისუფლებდით "კონცლაგერიდან", გვხვდებოდნენ გათეთრებული, გაფითრებული, შეშინებული ადამიანები, რომლებიც მზად იყვნენ ცემისა და წამებისთვის. ეს არის 5 ათასი ნაცემი ქართველი. მოვიპოვეთ 1000-ზე მეტი ჩვენება სახელებით და გვარებით. მოვინახულეთ პოლიტპატიმრები. აქაც დაგვხვდა საზარელი მდგომარეობა. ის რაც ბავშვებთან ვნახეთ და მოვისმინეთ (ტირის) მე არასოდეს დამავიწდება", - განაგრძობს რესპონდენტი.
"ასე მგონია აღარასოდეს დამეძინება. გამოვაღეთ საკანი და ვხედავ შეშინებულ ბავშვებს. მოვეფერეთ... ამ ბავშვებს ყოველდღე სცემდნენ, ყოველდღე აწამებდნენ. გაჰყავდათ სათითაოდ, შარვალს აცმევდნენ თავზე, ურტყამდნენ, ჩაჰყავდათ საშხაპეში და შლანგით სცემდნენ, სხვადასხვა საგნებს ურტყამდნენ, მერე აუპატიურებდნენ. შემირცხვენია ის საქართველო, რომელიც არ მოითხოვს საყოველთაო ამნისტიას - ყველა ტრავმირებულია, ყველა სამკურნალოა! ბავშვებმა მოგვცეს საზარელი ფაქტები. ახლა პირველად ვასახელებ სამ პიროვნებას, სამ მკვლელს: ნინო დანელია, ნინო ქობალია და მაია მამფორია - ეს ქალები მუშაობან ადმინისტრაციაში, მიდიოდნენ ბავშვებთან ძალიან მოკლე კაბებით, არ ეცვათ ქვედა საცვლები და ეუბნებოდნენ - შემოგვხედეთ, გვაინტერესებს ერთი რა დაგემართებათო. ეს არის სექსუალური მანიაკობა, რასაც ეს ქალები - ვითომ სოციალური სამსახურის მუშაკები. ვერ წარმოიდგენთ, როგორი ბავშვები სხედან ციხეში არაფრის გულისთვის. საკნები სავსეა ხატებით, ყოველ წუთს ლოცულობენ. როდესაც ველაპარაკებოდით ამ დროს თავზე გვადგა მკვლელი, რომელიც ურცხვად გვიყურებდა თვალებში. სხვათა შორის გვარად ახალაიაა, გიორგი ჰქვია", - ამბობს ლალი მოროშკინა.
"ეს ქალები როგორც სოციალური მუშაკები, ისე შედიონენ, მაგრამ რეალურად კალმახელიძისა და ახალაიას ბანდის წევრები არიან. მე ეს ინფორმაცია ადრეც მქონდა, მაგრამ ვერ ვამტკიცებდი. სოციალური მუშაკები, რომლებიც შედიან ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისთვის კიდევ უფრო უარესს აკეთებენ... თითქმის ყველა პატიმარს აქვს ფსიქიკური აშლილობა. ზოგს საკუთარი ხორცები აქვს დაჭმული - რამდენიმე პატიმარს აქვს ნაჭამი საკუთარი ხორცი, ბევრს დასერილი აქვს მთელი სხეული. ჩვენ ვნახეთ პატიმრები, რომლებსაც არც ერთი მთელი ძვალი არ აქვთ, არც ერთი ნეკნი არ აქვთ - წვანან ტომრებივით და ფეხზე ვერ დგებიან. მათ შორის ვნახეთ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი, 4 დღის წინ დაუჭრიათ" - აცხადებს ლალი მოროშკინა და შეკითხვას - შენ კარგად იცნობ სააკაშვილს, დავიჯერო, ის სექსუალური მანიაკია?" პასუხობს:
"სააკაშვილმა დაიჭირა ქართული გენოფონდი, დაიჭირა კაცები და ამიტომაცაა, რომ გარეთ ამდენი გაურკვეველი ორიენტაციის ადამიანი დადის. მან გაანადგურა რამდენიმე თაობა და მივიღეთ მანიაკალური საქართველო... ხაზგასმით ვამბობ და იცოდეს ყველამ: ის კარგი ხარისხის მასალა, რომელზეც იღებდნენ გაუპატიურებას მზადდებოდა პირადად მიხეილ სააკაშვილისთვის. გაუპატიურებაში პირადად მონაწილეობდა ბაჩო ახალაია - ამისი ჩვენებაც არსებობს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მაღალი ხარისხის ფირები მზადდებოდა იმისთვის, რომ პრეზიდენტს ერექცია ჰქონოდა! ჩვენ ყველას გაგვიგონია და ვიცით, რომ ამასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს. სწორედ ამიტომაა ზოგიერთი მომღერალი ძუძუგაგლეჯილი და დაკბენილი. მიმიფურთხებია იმ ქალებისთვის, რომლებიც დღეს კიდევ კონცერტებს მართავენ და ამ სექსუალურ ძალადობას იტანენ, რათა ჰონორარი აიღონ. მიმიფურთხებია იმ ცნობილი ჟურნალისტებისთვის - ერთ-ერთი სწორედ ასე ჰყავს გაუპატიურებული თავის კაბინტში ბლაგვი საგნით - ესეც გადაღებულია და ამიტომაც არ იღებს ხმას. მე ხელს ვადებს მიხეილ სააკაშვილს და ყველა გაუპატიურებულ ქალბატონს - თუ ძალიან გაიგიჟებენ თავს, სათითაოდ დავასახელებ".
"ასევე მოგვევლინა სააკაშვილის "ჩისტილშიკად" გიორგი ტუღუში, რომელიც ცდილობს ისევ გაამართლოს მანიაკი, რომელიც აბსოლუტურად მორყეულია. სააკაშვილი ახლა გამოძახებულია გაეროში ამ ფაქტებთან დაკავშირებით. ჩავა და იტყვის; ციხეებში სახალხო დამცველი შევუშვი, მე დემოკრატი გახლავართო. გიორგი ტუღუშმა ყველაფერი ძალიან კარგად იცოდა. ის რაღაცებს წერდა, მაგრამ საერთო ჯამში მაინც დუმდა ისევე, როგორც დღეს დუმს. ის ასრულებს შს სამინისტროს დაკვეთას, პირადად ახალაიების დაკვეთას და არის ისეთივე დამნაშავე, როგორც დანარჩენები", - დასძენს ლალი მოროშკინა.
"პატიმრები ამტკიცებენ, არ დაიჯეროთ, რომ პატრული შემოუშვეს - ეგენი არინ გადაცმული "ზონდერებიო". მორჩა, მეტი არავის აინტერესებს სააკაშვილის გადარჩენა. ჩვენ გლდანის საპყრობილეში ვნახეთ თამაზ თამაზაშვილიც. ის მაგრად დგას, მაგრამ მაინც შიშობს, შეიძლება ცოტა ხნის შემდეგ ცოცხალი აღარ ვიყოო... რაც ვთქვი, მე მგონი საკმარისია იმისთვის, რომ სასწრაფოდ გასამართლდეს სააკაშვილი თავის ბინძურ გარემოცვასთან ერთად. ის ხარისხიანი კასეტები ახალაიას სეიფში კი არა, სააკაშვილის სეიფში ინახება, უნდა მოეწყოს ნიურნბერგის ახალი პროცესი - საქართველოში ხდება ის, რაც არსად არასდროს არ მომხდარა", - დაასკვნის რესპონდენტი.