ვლადიმერ ბედუკაძის ოჯახმა საქართველო დატოვა, - ამის შესახებ გამოცემა "კვირის პალიტრას" ჟურნალისტმა გიორგი ფოფხაძემ აცნობა.
გიორგი ფოფხაძის განცხადებით, ცოტა ხნის წინ აცნობეს, რომ ვლადიმერ ბედუკაძის ცოლ-შვილმა საქართველოს საზღვრები დატოვა. ისინი თვითმფრინავის ტრაპამდე ქართველმა და უცხოელმა უფლებადამცველებმა მიაცილეს. "უკვე დანამდვილით შემიძლია ვთქვა, რომ მათ სამშვიდობოს გამოაღწიეს", - აღნიშნა ფოფხაძემ.
"კვირის პალიტრის" კითხვაზე, იოლად მისცეს თუ არა მათ საზღვრის გადაკვეთის საშუალება, ფოფხაძემ უპასუხა, რომ აეროპორტში ბედუკაძის ოჯახის უსაფუძვლო შეყოვნება ზედმეტ აჟიოტაჟს გამოიწვევდა, რასაც ხელისუფლება მოერიდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისთვის არასასურველი ინფორმაცია უცბად გავრცელდებოდა უცხოელი უფლებადამცველების მიერ.