"შევაგროვებთ ახლა ხელმოწერებს და მივმართავთ ევროკავშირს, რომ მისი ელჩი საქართველოში ფილიპ დიმიტროვი საქართველოდან გასაწვევია. ევროკავშირმა უნდა მოითხოვოს სააკაშვილის რეჟიმის გასამართლება და არა მხოლოდ იმ დამნაშავეების დასჯა. საქართველოს ადვოკატთა კორპუსი მოვითხოვთ, ევროკავშირის ელჩმა შეწყვიტოს სააკაშვილის რეჟიმის მხარდაჭერა. ევრიოკავშირის ელჩი თავის სიმაღლეზე რომ მდგარიყო, სააკაშვილის რეჟიმი იმას ვერ ჩაიდენდა, რაც ჩაიდინა", - აცხადებს ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ზაზა ხატიაშვილი: "პატიმარი გააუპატიურეს და ჩვენება შეაჭამეს".
"ერთი წლის წინ, როდესაც აწამეს მალხაზ არქანია, ევროკავშირის ელჩს პირადად მე გადავეცი წერილი, სადაც არქანია საუბრობდა გაუპატიურებაზე და რომ მას ჩვენება შეაჭამეს და სხვ. რამდენიმე ადამიანი წამებით მოკვდა, მაგრამ ევროკავშირის ელჩის განცხადება არავის უნახავს. თავისი დუმილით ევროკავშირის ელჩი აძლიერებდა სააკაშვილის რეჟიმს. ადვოკატთა კორპუსი ვითხოვთ, ევროკავშირის ელჩმა შეწყვიტოს სიჩუმე, გამოვიდეს, მოითხოვოს სააკაშვილის რეჟიმის გასამართლება და არა იმ პირებისა, რომლების ასრულებენ რეჟიმის მითითებას. ათი ადამიანი უნდა დასაჯონ და ამაზე უნდა გადაიარონ, თუ ფილიპ დიმიტროვი ამას არ გააკეთებს, ადვოკატთა კორპუსი მიმართავს მივმართავთ ევროკავშირს, გაიწვიონ საქართველოდან. ის არის სააკაშვილის რეჟიმის მხარდამჭერი და არა ევროკავშირის წარმომადგენელი, რომელიც ვალდებულია მიაწოდოს სწორი ინფორმაცია საქართველოში არსებულ სისხლისმსმელ რეჟიმზე. მთელი ადვოკატთა კორპუსი არის შეურაცხყოფილი, არის მობილიზებული და ჩვენ, ადვოკატთა კორპუსი, განვაგრძობთ პერმანენტულ აქციას, ვიდრე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება არ მიიღებს მათგან პასუხს, რომ ეს არის რეჟიმი", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაზა ხატიაშვილი.
"წელიწად-ნახევრის წინ ევროკავშირის პრეზიდენტისგან მოვითხოვე ამ რეჟიმის წარმომადგენლების - სამოქალაქო საზოგადოების მტრების პერსონა ნონ გრატად ცნობა. ფილიპ დიმიტროვისგან ვითხოვთ, მიაწოდოს სწორი ინფორმაცია. დიმიტროვმა რომ სწორი ინფორმაცია მიაწოდოს, ეს პროცესი ძალიან მალე დაიწყება. ჩვენ დავიწყეთ ეს ბრძოლა, ვიღაც-ვიღაცებმა თავი დღეს წამოყვეს, ჩვენ კი ორი წელიწადია ვიბრძვით ძალადობის წინააღმდეგ. სამოქალაქო საზოგადოებას არაერთხელ მივმართე - ადვოკატებს გვერდით დაგვიდექით და მოვითხოვოთ სააკაშვილისა და მისი რეჟიმის წარმომადგენლების პერსონა ნონ გრატად ცნობა-მეთქი. ამ დროს ეს იყო ერთადერთი სწორი გზა. ფილიპ დიმიტროვს ერთხელ შევხვდით, მაგრამ იმ შეხვედრამ არავითარი შედეგი არ გამოიღო - მაშინ მონიტორინგის საბჭოზე იყო საუბარი. ერთხელ შევხვდით ევროსაბჭოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილეს, მაგრამ ვერავითარი შედეგი ვერ მივიღეთ", - განაგრძობს რესპონდენტი.
"ამას წინათ ევროკავშირის ეგიდით წიგნი გამოვიდა და იქ ჩაიწერა, რომ მიმდინარეობს ადვოკატების დევნა. ეს ჩაწერა თომას ჰამარბერგმა. ჩვენი ბრძოლით ვაღიარებინეთ ევროკავშირს, რომ ადვოკატების დევნა მიმდინარეობს. ჩვენ ვითხოვთ, რომ უნდა იყოს მკაცრი პოზიცია. ორშაბათს გავმართე ბრიუსელში მიტინგი ევროპარლამენტის წინ, მთელი სამოქალაქო საზოგადოების სახეები იყვნენ იქ და ვთხოვე ევროპარლამენტარებს დახმარება. ჩვენ ვითხოვთ სააკაშვილის რეჟიმის დასამარებას. დიმიტროვს ვთხოვთ შეწყვიტოს მხარდაჭერა - დუმილი არის მხარდაჭერა! როცა ადამიანს აუპატიურებენ და შენ უყურებ და იცინი, ეს არის მხარდაჭერა. გახსოვთ ალბათ, ჰომოსექსუალები რომ ჩამოვიდნენ, მიკროფონი ხელიდან ვერ გააგდებინეს - მათი უფლებები ირღვევაო... ხალხს ხოცავენ და განცხადებას არავინ აკეთებს, ეს ხომ საშინელებაა", - დასძენს ზაზა ხატიაშვილი.
"სააკაშვილმა აღიარა, რომ ეს იყო პირსისხლიანი, ძალადობრივი რეჟიმი. რასაც ვაცხადებდი ორი წლის განმავლობაში, რომ ხალხს აუპატიურებდნენ, რასაც თქვენ წერდით, ის დადასტურდა. ადვოკატები საკუთარი სისხლის ფასად ვიცავდით ადამიანის უფლებებს - ადვოკატი რომ ადამიანის დასაცავად მიდიოდა, შეიძლებოდა ციხეში წასულიყო, მაგრამ მაინც იცავდა", - აცხადებს რესპონდენტი და შეკითხვას - "თქვენ ითხოვთ სააკაშვილისა და მისი რეჟიმის წარმომადგენლების პერსონა ნონ გრატად გამოცხადებას - ეს საქმეს უშველის თუ ისინი უნდა გასამართლდნენ?" - პასუხობს:
"გასამართლება იწყება, თუ აღიარებენ მათ სამოქალაქო საზოგადოების მტრებად. აქედან უნდა დავიწყოთ".