გია ნოდია არჩევნების შემდეგ ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციას არ გამორიცხავს

გია ნოდია არჩევნების შემდეგ ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციას არ გამორიცხავს

1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისა და მისი შემდგომი სიტუაციია შესახებ აზერბაიჯანული გამოცემა "Region Plus" საქართველოს განათლების ყოფილ მინისტრს, მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიის ინსტიტუტის დირექტორს, პოლიტოლოგ გია ნოდიას ესაუბრა.

- საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობს. როგორი ძალთა გადანაწილებაა მოსალოდნელი ახალი პარლამენტში?
- საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგად, მმართველი პარტიის რეიტინგი საკმაოდ მაღალია. ელექტორატის 40% "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" უჭერს მხარს, მთავარ ოპოზიციურ პარტიას "ქართულ ოცნებას" კი დაახლოებით, 20%. თუმცა ბევრი ადამიანია ისეთი, რომელსაც არჩევანი ჯერ კიდევ არ აქვთ გაკეთებული. ამიტომ არჩევნების შედეგების ერთმნიშვნელოვნად პროგნოზირება რთულია, თუმცა მოგების უფრო მეტი შანსი მმართველ პარტიას აქვს. შეშფოთებას იწვევს საზოგადოების მაღალი პოლარიზაცია. ვნებათაღელვა იზრდება, პერიოდულად შეტაკებები ხდება, თუმცა არ ვფიქრობ, რომ არჩევნებამდე მნიშვენლოვანი ინციდენტები შეიძლება, მოხდეს. ყველაფერი შეიძლება, მოხდეს არჩევნების შემდეგ, თუ ოპოზიცია წააგებს და არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. ოპოზიციამ უკვე განაცხადა, რომ გამოკითხვების შედეგებს არ ენდობა და არწმუნებს თავის მომხრეებს, რომ დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს. ანუ, პოტენციურად ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ეს შეშფოთებას იწვევს.

- არის თუ არა სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად პირობები შექმნილი?
- ძნელი სათქმელია, რომ მნიშვნელოვანი პირობებია შექმნილი. დიახ, საარჩევნო პროცესის უკმაყოფილოები არიან. არსებობს ინფორმაცია, რომ ოპოზიციის მომხრეებს ავიწროებენ. მედიის დონეზე, მმართველ პარტიას უპირატესობა აქვს, რამდენადაც უფრო პოპულარული ტელეარხები, რომელთა მაუწყებლობა მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება, ხელისუფლებას უჭერენ მხარს. თუმცა არსებობენ არხები, რომლებიც ოპოზიციის მომხრეები არიან. უკვე შევიდა კანონი ძალაში, რომელიც ყველა ტელეარხს ოპოზიციის საარჩევნო კამპანიის ტრანსლირებას ავალდებულებს. ზოგადად, კანონი არჩევნებში მონაწილე ყველა პარტიაზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობას ზრდის. ასე ვიტყოდი: აბსოლუტური თანასწორი პირობები არ არის, თუმცა ოპოზიციას აქვს შესაძლებლობა თავისი მესიჯები, მოწოდებები, დაპირებები მოქალაქეებამდე მიიტანოს. ნებისმიერ შემთხვევაში, არჩევნები საკმაოდ კონკურენტულია.

- არიან თუ არა არჩევნებში მონაწილე პარტიებს შორის ისეთები, რომლებსაც საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლა სურთ? მაგალითად, რუსეთთან დაახლოების კუთხით...
- მმართველ პარტიაში არიან პოლიტიკოსები, რომლებიც "ქართული ოცნების" ლიდერებს რუსეთის მომხრეებად თვლიან ან გამოხატავენ მოსახლეობის იმ ნაწილის განწყობას, რომლებისთვისაც რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება პრიორიტეტია. თუმცა ოპოზიციის ხელმძღვანელი ივანიშვილი აცხადებს, რომ ნატო-ში გაწევრიანებისა და ევროკავშირში ინტეგრაციის მომხრეა, მისი რიტორიკა ამ მიმართულებით ძალიან თანმიმდევრული არ არის. არსებობს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ გამარჯვების შემთხვევაში, იგი საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლას შეეცდება. თუმცა არ არსებობს არანაირი სიცხადე იმაში, როგორ საგარეო პოლიტიკურ კურსს აირჩევს ქვეყანა, თუ არჩევნებში ოპოზიცია გაიმარჯვებს. ასევე არის "საქართველოს ლეიბორისტული პარტია", რომელიც რუსეთისკენ ღიად ორიენტირებულია და ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის წინააღმდეგ გამოდის. თუმცა ამ ორგანიზაციას ძალიან მცირე შანსი აქვს. საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია არჩევნებში მონაწილე პარტიებს ერთ-ერთი ძირითადი გამყოფი ხაზია.

- საუბრის დასაწყისში თქვენ არჩევნების შემდეგ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ინციდენტების შესაძლებლობა არ გამორიცხეთ. რაში შეიძლება, ეს გამოხატოს?
- არჩევნების შემდეგ საქართველოში შესაძლოა, დესტაბილიზაცია, რაიმე სახის პროტესტები. თუმცა ბევრი რამეა იმაზე დამოკიდებული, როგორ შეაფასებს მას საზოგადოება და უცხოელი დამკვირვებლები. ოპოზიციის სურვილი, არჩევნების შედეგები გააპროტესტოს, ნათელია. ამავდროულად, მოვლენების განვითარება მას შემდეგ დამოკიდებულია იმაზე, ჩათვლის თუ არა არჩევნების შედეგებს მოსახლეობა დემოკრატიულად და ამომრჩევლის ნების გამოხატულებად.