დაიხურება ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოუძიებელი საქმე?

დაიხურება ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოუძიებელი საქმე?

ამ დრომდე უცნობია მთავარი პროკურატურა პირველი პრეზიდენტის მოშიმშილე  შვილების მოთხოვნებს დააკმაყოფილებს თუ არა.

როგორც  “2020NEWS’’-ს  უწყებაში განუცხადეს, უცნობია გაგრძელდება თუ არა პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის  გამოძიება, რომელსაც ხანდაზმულობის ვადა, კანონის მიხედვით, მიმდინარე წლის 31 დეკემბერს ეწურება.

შეგახსენებთ,  14 დეკემბერს საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილებმა - კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიებმა მთავარ პროკურატურაში შიმშილობა დაიწყეს. მათი მოთხოვნაა მოხდეს ზვიად გამსახურდიას  მკვლელობის გამოძიება და დამნაშავე პირების დასჯა.

2018 წლის 31 დეკემბერს გამსახურდიას მკვლელობის საქმეზე ხადაზმულობის 25 წლიანი ვადა იწურება.