პრეზიდენტი პარლამენტში -

პრეზიდენტი პარლამენტში - "საკუთარ თავთან შესახვედრად მოვედი"

დღეს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოულოდნელად პარლამენტში გამოჩნდა სადაც, ჯერ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს  ზვიად კვაჭანტირაძეს შეხვდა, მოგვიანებით კი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ეკა ბესელიასთან იმყოფებოდა. რას უკავშირდებოდა პრეზიდენტის პარლამეტში მისვლა, სალომე ზურაბიშვილმა არ დააკონკრეტა.

"საკუთარ თავთან შესახვედრად მოვედი", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ეკა ბელესიას თქმით კი, შეხვედრა მეგობრული  იყო.

"ეს იყო უბრალოდ მეგობრული შეხვედრა. სხვადასხვა საკითხებზე  ვისაუბრეთ, მათ შორის შემდგომი ეტაპის თანამშრომლობის ფორმებზე და პარლამენტის და პრეზიდენტის მუშაობის პროცესზე", -განაცხადა ეკა ბესელიამ.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილი 2016-18 წლებში იყო მთაწმინდის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი და ის საპრეზიდენტო არჩევნებში საქართველოს პრეზიდენტად აირჩიეს.