”მიზანმიმართულად ხდება ფაქტების დამახინჯება და მოსახლეობისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება”, – ამის შესახებ განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით საუბრისას, თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.
“ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებით, “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტებმა თამარ ბაღაშვილმა და დიანა ჯოჯუამ ჟურნალისტური ქარტიის ორი პრინციპი დაარღვიეს. მათ წინააღმდეგ ქარტიას დავით მახარაშვილმა მიმართა. ინფორმაცია იყო არასწორად გავრცელებული ამ ჟურნალისტების მიერ.
ეს ის არის, რაზეც მე ყოველი მთავრობის სხდომაზე მიწევს საუბარი. მიზანმიმართულად ხდება ფაქტების დამახინჯება და მოსახლეობისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არავითარ სიცრუეს არ ვაპატიებთ! მოვუწოდებ ყველა სტრუქტურას, უწყებას, აცერთი ტყუილი არ გაუტარონ ტელეკომპანია “რუსთავი 2″-ს. სიცრუეს, დეზინფორმაციას სჭირდება შესაბამისი რეაგირება!”, – განაცხადა კახა კალაძემ.
http://qartia.ge/ka/siakhleebi/article/63597-thamar-baghashvilma-da-diana-jojuam-qartiis-pirveli-da-methrthmete-principi-daarghvies