"ბევრს აქვს თანამდებობა, მაგრამ გული?"

თბილისის მერი კახა კალაძე მიუსაფარ ბავშვებს, რომლებიც საახალწლო დეკორაციების სანახავად რესპუბლიკის მოედანზე მივიდნენ, საჭმლით გაუმასპინძლდა. ამის შესა­ხებ ინფორმაციას ფოტოგრაფი ზაქარია ჭელიძე ავრცელებს:

თბილისის მერია საახალწლოდ ალამაზებს ქუჩებს . მე როცა დრო მაქვს ვცდილობ გადავიღო .

რესპუბლიკის მოედანზე აწყობენ ნაძვის ხეს . იქვე მოვიდნენ ქუჩაში მცხოვრები ბავშვები და თითოელი იქ მყოფი ცდილობდა რაღაცით გაებედნიერებია ისინი  ამ დროს მოვიდა თბილისის მერი კახი კალაძე .

კახი ესაუბრა ბავშვებს , შემდეგ საჭმელი შეუკვეთა მათთვის და თანამშრომლებისთვის და იქვე მათთან ერთად მიირთვა .

ამ ისტორიაში არაფერია განსაკუთრებული გარდა დამოკიდებულებისა . ბევრი გაიფიქრებს აბა რა უნდა ექნაო ?! მაგრამ ბევრ ფაქტს შევსწრებივარ როცა არ გაუკეთებიათ , არც უფიქრიათ , არც შეუხედავთ ზედ არანაკლები თანხის თუ თანამდებობის მქონე ადამიანებს .

ვინც მიცნობთ იცით ჩემი დამოკიდებულება ქუჩაში მცხოვრებ ბავშვების მიმართ . ეს ფაქტი ძალიან მომხვდა გულზე და გამიხარდა .

მეგობრობა გადაგვარჩენს , გვერდში დგომა , გაგება და სწორი ადამიანური დამოკიდებულება

რაც მთავარია თითოეულ იქ მომუშავე ადამიანს მადლობა ნიკოლოზობას ესეთი დადებითი იმპულსები რომ მაჩუქეთ .

ბევრს აქვს თანამდებობა მაგრამ გული ?

ბევრს აქვს ფული მაგრამ გული ?

ბევრს აქვს გული მაგრამ სიკეთის კეთების უნარი ?

ასე რომ გვიყვარდეს ერთმანეთი .

იმედია გადმოვეცი ჩემი ემოცია სიტყვებით ან ფოტოებით