პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ ბუტა რობაქიძის საქმეზე სამართლიანობის აღდგენა არის სიმპტომი, თუმცა მაინც ბევრი პრეტენზიები აქვს სასამართლოს მიმართ. დეპუტატი ამბობს, რომ მთავარი მაინც იმ სისტემის ომახიანი განცხადებებია, რომელიც კლავდა ადამიანებს და ანადგურებდა ოჯახებს.
„ისინი პარლამენტის სასადილოში არ ამოდიოდნენ 2012-13 წლებში, იმალებოდნენ. ეს ყველასთვის ცნობილია. მაგრამ კოჰაბიტაციამ მისცა მათ სულ სხვა „გონორი“, – აღნიშნა ინაშვილმა.