ოპოზიციური ბლოკის, “ძალა ერთობაშია”, წევრმა ლევან ხაბეიშვილმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ პარლამენტის შენობის წინ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის დღეს აღმართული კარავი თვითონ აიღო, თუმცა ამბობს, რომ კარვების დადგმაც და აღებაც მისი პირადი გადაწყვეტილება იყო და ეს არ ნიშნავს, რომ ოპოზიცია პროტესტს შეწყვეტს.
"თუ დაგვჭირდება, ხვალ შეიძლება კარავი კანცელარიასთან გავშალო, ზეგ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და ა.შ. ეს კარავი მე დავდგი, ერთა ადამიანმა, ლევან ხაბეიშვილმა და არა ოპოზიციამ. იმ დღეს ვთქვი, რომ გავათენებდი. კარვის აღებას ორშაბათსვე ვაპირებდი, თუმცა რამდენიმე ახალგაზრდამ სურვილი გამოთქვა, ღამე გაეთიათ პარლამენტთან და ამიტომ დავტოვა კიდევ ერთი დღით.
19 დეკემბერს მივდივართ კირკიტაძის სასამართლოზე გურჯაანში, კარავი ჩემი პასუხისმგებლობა იყო. ხომ არ მივყრი არა ამ კარვებს? ეს არ ნიშნავს, რომ პროტესტი არ გაგრძელდება", - განუცხადა "ნეტგაზეთს" ხაბეიშვილმა.