„ევროპული საქართველოდან“ პარლამენტის წევრმა სერგი კაპანაძემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში დავით კირკიტაძის დაკავებასთან დაკავშირებული საკითხზე ისაუბრა კომენტირებისას. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის ლიდერის საქმეში შესაძლოა შეინიშნება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, კირკიტაძე მაინც პოლიტიკური ნიშნით არის დაკავებული.
„ველიციხის მოვლენებთან დაკავშირებით, ვნახეთ უამრავი ადამიანი, რომელიც იქვე დაასისხლიანეს, ამ საქმეზეც არავინაა დაკავებული. ამის ფონზე დააკავეს კირკიტაძე. შესაძლოა კირკიტაძის საქმეში შეინიშნება კიდეც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. ამ შემთხვევაში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს შეინიშნება თუ არა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, იმის ფონზე, როდესაც მსგვასი ნიშნები სხვაგანაც შეინიშნება და იქ რეაგირება არ არის. როდესაც პოლიციას ურტყავ, ეს არის კანონდარღვევა, მაგრამ ეს არის პრობლემა ყველა შემთხვევაში“, - აღნიშნა სერგი კაპანაძემ "იმედის" ეთერში.