რუსთავში კოალიცია "ქართული ოცნების" აქტივისტები ლევან ონიანი, ლაშა შენგელია, თორნიკე შენგელია და ზურაბ ზურაბიანი დააკავეს.
როგორც "პირWელს" კოალიციის რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზვიად ძიძიგურმა განუცხადა, "აღნიშნული პირები დაახლოებით, 1 საათის წინ რუსთავში "ქართული ოცნების" პლაკატებს აკრავდნენ, რა დროსაც მათთან სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები მივიდნენ და შელაპარაკება მოხდა".
"შელაპარაკება შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. ამ დროს პატრულის თანამშრომლები მოძრაობდნენ, თუმცა სიტუაცია არ გაუნეიტრალებიათ, ვიდრე საქმე ფიზიკურ დაპირისპირებაში არ გადაიზარდა", - განაცხადა ძიძიგურმა.
მისივე თქმით, სწორედ ამ ინციდენტის შემდეგ იქნენ დაკავებულები "ქართული ოცნების" აქტივისტები ლევან ონიანი, ლაშა შენგელია, თორნიკე შენგელია და ზურაბ ზურაბიანი.
"ამ მომენტში დაკავებულები რუსთავის პოლიციაში იმყოფებიან. პოლიციამ სასწრაფო დახმარების მანქანა გამოიძახა, რადგან ახალგაზრდები სასტიკად არიან ნაცემები. ჩვენ ამ პროვოკაციის შესახებ რამდენიმე დღით ადრე ვიცოდით და ყველა ორგანიზაცია, მათ შორის IRI, NDI და სხვები, ვისთვისაც შეიძლებოდა მიგვეწვდინა ხმა, საქმის კურსში გვყავდა ჩაყენებული", - განაცხადა ძიძიგურმა.