ალექსანდრე თეთრაძე ახალაიას, ქარდავას და მუხაძეს გაუპატიურების დროს შემოაკვდათ.
ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ ბრიუსელში მყოფმა ვლადიმერ ბედუკაძემ მედიაკავშირ “ობიექტივის” პირდაპირ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ბაჩო ახალაიას და მეგის ქარდავას დავალებით, ალექსანდრე თეთრაძეს ალექსანდრე მუხაძე და ოლეგ ფაცაცია რეზინის ხელკეტით აუპატიურებდნენ.
“ძალიან მძიმე სათქმელია და განსაკუთრებით მძიმე მოსასმენია ეს ალექსანდრე თეთრაძის ოჯახის წევრებისთვის, მაგრამ მე ვადასტურებ, რომ პოლკოვნიკი სწორედ წამების დროს შემოაკვდათ. ბაჩო ახალაიას და მეგის ქარდავას დავალებით, მას აუპატიურებდნენ რეზინის ხელკეტით ალექსანდრე მუხაძე და ოლეგ ფაცაცია. მზად ვარ, მათ ხელი დავადო და დავამტკიცო ის, რასაც ახლა ვამბობ. ამის დამადასტურებელი ვიდეომასალა ბაჩო ახალაიას სეიფში ინახება”, - განაცხადა ბედუკაძემ.
როგორც ცნობილია, 2 დღის წინ ქართულ ტელესივრცესა და სოციალურ ქსელებში საქართველოს ციხეებში მყოფი პატიმრების წამების ამსახველი ვიდეომასალა გავრცელდა. ვიდეომასალების ავტორმა ვლადიმერ ბედუკაძემ კი საქართველო რამდენიმე თვის წინ დატოვა. იგი ამჟამად ბრიუსელში იმყოფება.