დღეს არასრულწლოვანი პატიმრების წამებისა და გაუპატიურების კადრები გავრცელდება.
სოციალურ ქსელ "Facebook"-ში გავრცელებული ინფორმაცია პატიმართა წამების ამსახველი ახალი კადრების გამოჩენის შესახებ, "პირWელს" ინფორმირებულმა წყარომ დაუდასტურა.
როგორც "პირWელს" სარწმუნო წყარომ განუცხადა, ხათუნა კალმახელიძის უწყებაში არსებული საშინელი ვითარებისა და არასწრულწლოვან მსჯავრდებულებზე განსაკუთრებული სისასტიკით ზემოქმედებისა და ძალადობის ამსახველი ვიდეოკადრები დღეს დღის პირველ ნახევარში გავრცელდება.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ მე-8 საპყრობილის უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ლევან ფურცხვანიძე, ოპერატიული მორიგე ინსპექტორი ვლადიმერ ბედუკაძე (ბედუკაძე გათავისუფლებულ იქნა თანამდებობიდან 2012 წლის მაისში) და მათი გავლენის ქვეშ მყოფი რამდენიმე პირი, წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად, პატიმართა მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ახორციელებდნენ, რასაც ვიდეოფირზე იღებდნენ.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მოპოვებული მტკიცებულებების შესაბამისად დადგენილ იქნა, რომ პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების, მათი ვიდეოფირზე დაფიქსირების და სოლიდური ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ დამკვეთებისათვის გადაცემის შეთავაზება საპყრობილის თანამშრომლებმა ამავე საპყრობილეში განთავსებული თამაზ თამაზაშვილისაგან მიიღეს და დანაშაულის დამკვეთ მხარესთან კონტაქტის უზრუნველყოფა თავდაპირველად - თამაზ თამაზაშვილის, ხოლო შემდგომ თამაზ ელიზბარაშვილის მეშვეობით ხორციელდებოდა.
მოგვიანებით, ტელეკომპანიებმა "მაესტრომ" და "მე-9 არხმა" გაავრცელეს ვიდეო-მასალები, სადაც გავრცელებული ინფორმაციით, 2011 წლის მაისში გადაღებული პატიმართა წამების ფაქტებია ასახული. "მე-9 არხი" აცხადებს, რომ ეს ვიდეო-მასალა ჟურნალისტ გიორგი ფოფხაძეს მიაწოდა მე-8 საპყრობილის ყოფილმა თანამშრომელმა ვლადიმერ ბედუკაძემ, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული.