"არის ეჭვი, რომ არჩევნების წაგების შემთხვევაში სააკაშვილი თავის რეზიდენციას გადაიტანს ბათუმში და იქიდან დაიწყებს ქვეყნის არევას".

"მიხეილ სააკაშვილმა, გიგა ბოკერიამ, ზურაბ ადეიშვილმა, გივი თარგამაძემ ხალხის დაშინების, არასასურველ პირთა უკანონო დაპატიმრებების და ჯიბეეების გასქელების მიზნით შემოიღეს წინასწარი უვადო გამოძიება და ერი პროკურორთა მძევლად აქციეს. პროკურატურის სისტემაში მოახდინეს კორუფციის ლეგალიზაცია, მტკიცებულებათა გარეშე აპატიმრებენ და დანაშაულს "ატენიან" ნებისმიერ ადამიანს, სძალავენ ფულს, უკანონოდ გასამართლებულს უკრძალავენ ქვეყნიდან გასვლას, აჰყავთ აღრიცხვაზე პრობაციის სამსახურში და ძალადობით, ანუ ხელახალი დაპატიმრების მუქარით დაშინებულ მოსახლეობას აკეთებინებენ იმას, რაც სურთ. გაზულუქებული "ნაციონალები", რომლებიც წელიწადში 365 დღე რესტორნებში სხედან და უცხოეთში დასეირნობენ, როგორ გგონიათ, რამეს დათმობენ?" - აცხადებს საქართველოდან დევნილი ბიზნესმენი ლევან ქიძინიძე გაზეთ "ქრონიკისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "არის ეჭვი, რომ არჩევნების წაგების შემთხვევაში სააკაშვილი თავის რეზიდენციას გადაიტანს ბათუმში და იქიდან დაიწყებს ქვეყნის არევას, რამაც მორიგ ძმათამკვლელ ომამდე შეიძლება მოგვიყვანოს"!

"ბიძინა ივანიშვილი მარტო ვერაფერს გახდება, თუ თითოეულმა არ შეიგნო, რომ ქვეყანა იღუპება. ქართველად არ მიმაჩნია ის, ვინც თვალს ხუჭავს ამდენ ბოროტებაზე, ჰყიდის მომავალს და სატანას ემსახურება. ამ რეჟიმს აუწიოკებელი ოჯახი არ დაუტოვებია. ამათ იმდენი დანაშაული აქვთ ჩადენილი, პირდაპირ ციხეში უნდა წავიდნენ. იციან რა თავიანთი ნამოქმედარის შესახებ, აქტივები უკვე გაზიდეს უცხოეთში და დესტაბილიზაციისთვის ემზადებიან. არც ისე იოლადაა საქმე, ჩვენ რომ გვგონია. სააკაშვილი შეეცდება ნაცადი ხერხით გააყალბოს არჩევნები. მას დონორი ორგანიზაციები ფინანსურ დახმარებას არარ აძლევენ. ახლა კუთხეში მიმწყვდეული, ბიუჯეტისა და კერძო ბანკების თანხებით ცდილობს არჩევნების გაყალბებას. ყველამ უნდა შევიგნოთ, თუ სააკაშვილი კვლავ დარჩება ხელისუფლებაში, დახარჯულ მილიონებს თითოეული ჩვენგანის კისრიდან ამოიღებს და ოჯახი არ დარჩება აუწიოკებელი", - აღნიშნავს გამოცემი კორესპონდენტთან საუბრისას ლევან ქიძინიძე.

"ჰკითხეთ ბატონ მაკეინს, ამერიკაში რომ ჩაიფდინოს მიმა პრეზიდენტმა ამდენი საზიზღრობა, რაც სააკასვილმა გაუკეთა ქართველებს, აპატიებდა ამერიკელი ხალხი? სამწუხაროს, სააკაშვილმა გაყიდა ამერიკა და არა მარტო რეგიონსი, ევროპაშიც შეულახა იმიჯი დემოკრატიის თვალსაზრისით. სააკაშვილმა შეარცხივან ამერიკა და საქარტველო სრულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამართლებრივ კრახამდე მიიყვანა", დასძესნ რესპონდენტი და შეკითხვას - "რას ფიქრობთ, არჩევნების გაყალბების შემთხვევაში ქუჩაში გასვლა რამეს მოუტანს ქართველ ხალხს?" - პასუხობს:

"მე არ ვარ ძალადობის მომხრე, მაგრამ მოთმინებადაკარგულ ხალხს ვეღარაფერი გააჩერებს. არ დაგიმალავთ, ნამდვილად მაქვს იმისი შიში, რომ აბობოქრებული მასა ლინჩის წესით გაასამართლებს სააკაშვილს, კრიმინალ პროკურორებს, მოსამართლეებს, არჩევნების გამყალბებლებსა და შესაძლებელია, ადმინისტრაციული შენობებიც გადაიწვას. ვიმეორებ, დამცირებულ და გატანჯულ ხალხს ვერც ბიძინა გააჩერებს და ვერც მამაზეციერი. ბოროტება ბოლომდე არავის შერჩენია!"