ახალმა პარლამენტმა ახალი საფეხბურთო გუნდის შექმნაში შესაშური სისწრაფე გამოიჩინა.
ძველი შემადგენლობიდან ახალ გუნდს შემორჩნენ: რეზო ადამია, გია ბარამიძე, გია გვაზავა, გია კობახიძე, დავით ლორთქიფანიძე და გია ლომაძე.
ახალი პარლამენტიდან ფეხბურთის თამაშის სურვილი 20-ზე მეტმა დეპუტატმა გამოთქვა. პარლამენტის საფეხბურთო ნაკრების ყველაზე დიდი შენაძენი, რაღა თქმა უნდა, მანუჩარ მაჩაიძე არის.
ნაკრებში, აგრეთვე, ითამაშებენ: ზაზა სოფრომაძე, მიხეილ მაჭავარიანი, კახა ჩიტაია, დათო ტყეშელაშვილი, ტარიელ ჩაჩუა, ლაშა მინდელი, გია ხევიაშვილი, პეტრე ბერაია, ჯემალ სვანიძე და სხვები.
ახალი გუნდი ძველივით არღვევს თამაშის წესებს და მეკარეებად კვლავ პარლამენტის არაწევრები გამოჰყავს.
პარლამენტის საფეხბურთო გუნდი თავის პირველ თამაშს გამართავს კვირას, 1 საათზე „დინამოს“ სტადიონზე. მისი მეტოქე ამჯერად შინაგან საქმეთა სამინისტროს საფეხბურთო გუნდი იქნება.