მთავარეპისკოპოსმა იოსებმა ოპოზიცია დაწყევლა!

მთავარეპისკოპოსმა იოსებმა ოპოზიცია დაწყევლა!

მიუხედავად პატრიარქის არაერთგზის მოწოდებისა და წმინდა სინოდის განჩინებისა, სასულიერო პირები მაინც გამოხატავენ საკუთარ სიმპათიებს ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიებისა თუ პოლიტიკოსებისადმი.

საზოგადოებას არაერთხელ მოუსმენია ქუთაისისა და გაენათის ეპისკოპოსისგან, მიტროპოლიტ კალისტრატესგან პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ქება-დიდება. უფრო მეტიც, ხშირად მეუფე კალისტრატე მას დავით აღმაშენებელსაც კი ადარებს, რაც ქრისტიანული მოძღვრებით, ცოდვაა, რადგან საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურმა ეკლესიამ დავით აღმაშენებელი წმინდანად შერაცხა.

სწორედ, საეკლესიო სწავლებით, ცოცხალი ადამიანის წმინდანთან შედარება ცოდვად ითვლება. ერთი სიტყვით, თავად განკითხვის ცოდვაში რომ არ ჩავვარდე, მინდა მოგაწოდოთ სარწმუნო წყაროს მიერ ნაამბობი.

წყარომ ჩვენთან საუბარში განაცხადა: ,,ამ რამდენიმე კვირის წინ შემოქმედელმა მთავარეპისკოპოსმა იოსებმა დასწყევლა ყველა ის ადამიანი, ვინც ,,ნაცმოძრაობას~ არჩევნებზე მხარს არ დაუჭერს. ძალიან მიჭირს იმ სიტყვების წარმოთქმა, რა სიტყვებითაც მეუფე იოსებმა დაიწყევლა. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ეს ამაზრზენი და შიშის მომგვრელი სიტყვები იყო".