კობა დავითაშვილის, ვანო მერაბიშვილის და პეტრე ცისკარიშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა.
გუშინ გენერალურ პროკურატურაში კობა დავითაშვილს ის დადგენილება გააცნეს, რომლითაც მას ბრალი 22 ოქტომბერს ცსკ-ს წინ მოწყობილი აქციის დროს ქუჩის 15-წუთით გადაკეტვაში ედება.
„მსგავსი აქცია წარსულში არა ერთხელ ჩამიტარებია, დღესაც ვატარებ და ორგანიზებას ვუტარებ, მომავალშიც მოვახდენ მის ორგანიზებას, ვინაიდან ეს არის ჩემი კონსტიტუციური უფლება, რომელსაც 25-ე მუხლი მანიჭებს. არც შევარდნაძეს ვეკითხები იმას, რას გავაკეთებ და არც გაბრიჩიძეს. მე ვარ პოლიტიკოსი და ვახორციელებ ჩემს პოლიტიკურ უფლებას. ყველას ვურჩევ, აქტიურად იკითხონ კონსტიტუცია,“ - აღნიშნა გუშინ დავითაშვილმა.
გუშინ გენპროკურატურაში პეტრე ცისკარიშვილიც დაიბარეს. მას ვანო მერაბიშვილთან ერთად იმელის შენობაში ძალით შეჭრილი პირების წაქეზებასა და დარბევის ორგანიზებაში ედებათ ბრალი.
„პროკურატურამ მარტო დამიგულა პოლიტიკური თვალსაზრისით და საქმეს საქმეზე აღმიძრავს, რითაც მართალია, ვერავის შეაშინებენ, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ძალიან საწყენია, რადგან მაშინ მე მესამე სართულზე ვიყავი და აქციაში მონაწილეობა არ მიმიღია,“ - განავხადა ცისკარიშვილმა.
ბრალის დადასტურების შემთხვევაში, შესაძლოა მერაბიშვილსა და ცისკარიშვილს 5-6 წლით თავისუფლების აღკვეთა დაემუქროს, კობა დავითაშვილს კი შრომა-გასწორების სამუშაოები აკმარონ.