"რამდენიმე დღის წინ ნათესავმა ბიჭმა, რომელიც სამხედრო სავალდებულო სამსახურს გადის, მითხრა, ნაწილში გამოგვიცხადეს, რომ ყალიბდება მიტინგების დასაშლელი ბრიგადები, სადაც მოხვედრა ნებაყოფლობითიაო, მსურველებს კი 400-ლარიან პრემიებს ჰპირდებიანო. ამგვარი ინფორმაცია "ვერსიას" ადრეც მიაწოდეს,. გასაკვირი სხვა რამ არის - იმ ბიჭმა ისიც დაამატა, ვერ წარმოიდგენ რამდენი მსურველი გამოჩნდაო", - წერს გაზეთი "ვერსია" სტატიაში სათაურით საიდუმლო, რომელიც "ბოევიკებმა" იციან! / რატომ არ ემუქრება ტერორი საქართველოს მოსახლეობას და რას შეეწირნენ ქართველი ბიჭები ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს.
"აქ არის დიდი პრობლემა - ნაციონალების მთავარი მიზანი არჩევნები კი არა, პოსტარჩევნებია - ანუ ნებისმიერ ფასად ხელისუფლების შენარჩუნება. წინააღმდეგობის მოძრაობა "იბერიის" ხელმძღვანელის ვაჟა წიკლაურის თქმით, ნაცები საკუთარი ტყავის გადასარჩენად ყველა სიბინძურეზე მიდიან. ხელისუფლება მასობრივ ტერორს მიმართავს მოსახლეობის დასაშინებლად; საქმე არ ეხება მხოლოდ 400 ლარის დარიგებას. აქ დაძალებასთანაც გვაქვს საქმე. ამ ბავშვებს, ახალწვეულ ჯარისკაცებს ემუქრებიან, რომ დამსჯელ ბრიგადებში გაწევრიანებაზე უარის თქმის შემთხვევაში, მათ მშობლებს შეექმნებათ ძალიან დიდი პრობლემები, ამიტომაც ჯარისკაცები იძულებული ხდებიან "ნებაყოფლობით" მოაწერონ ხელი. მისივე თქმით, ხელისუფლება აქტიურად ემზადება არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის. მისი გეგმა ასეთია - აბსოლუტური უმრავლესობით გაიმარჯვებს ნაციონალური მოძრაობა, ამ სიყალბეს არ შეურიგდება "ქართული ოცნება" და გამოვა ქუჩაში - სწორედ ამისთვის არის საჭირო სპეციალური ბრიგადების არსებობა და ამისთვის სჭირდებათ მთელი ეს ტერორი", - აღნიშნავს გამოცემა.
"ხალხში ბევრი საუბრობ იმაზე, რომ პოლიციასაც, არმიასაც და სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებს ყელში ამოუვიდათ ყველაფერი და არჩევნებზე ოპოზიციურ პარტიებს მისცემენ ხმას. ამისთვის მოიგონეს ნაცებმა, რომ ყველა თანამშრომელმა კაბინაში გადაიღოს, როგორ ხაზავს ხუთიანს და შემდეგ ეს კადრები სპეციალურად გამოყოფილ აქტივისტებს აჩვენოს - ვინც ამას არ გააკეთებს, სამსახურიდან გაყრით ემუქრებიან. ამ ხალხს მოვუწოდებ ერთ რამეს: ვისაც სააკაშვილი მართლაც არ გეხატებათ გულზე შემოხაზეთ ხუთიანი და ეს დააფიქსირეთ ტელეფონით, შემდეგ კი რომელიმე სხვა ციფრიც შემოხაზეთ - ამით ბიულეტენი ბათილად გამოცხადდება! მართალია თქვენი ხმა დაიკარგება, მაგრამ ვერც ნაციონალები ისარგებლებენ", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას წინააღმდეგობის მოძრაობა "იბერიის" ხელმძღვანელი ვაჟა წიკლაური.
"ამას ზოგი გააკეთებს, ზოგი არა - ვისაც უნდა, რომ სააკაშვილმა დიდხანს იპარპაშოს, ასეთებს ვერაფერს შეაგნებინებ. უბრალოდ, თუ ესენი დარჩნენ, კიდევ 5 წლის შემდეგ არჩევნები აღარ ჩატარდება იმიტომ, რომმ ჩვენ არარ ვიქნებით. ჰოდა, ყველამ გადაწყვიტოს, ვის რა მომავალი უნდა და ამის შემდეგ გააკეთოს არჩევანი. მთავარია, ჩვენ რა განაჩენს გამოვუტანთ საკუთარ თავს. სააკაშვილს ისედაც გამოტანილი აქვს განაჩენი - ჩეჩნებმა და ქისტებმა ალაჰი დაიფიცეს, რომ ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ სააკაშვილს. ამ კაცმა ძალიან ბინძური პროვოკაცია მოაწყო ლაფანყურში, მაგრამ შედეგი მალე თვითონ მოუტრიალდება, არ შერჩება არც უდანაშაულო ქართველი და არც ჩეჩენი ბიჭების სისხლი", - აცხადებს ვაჟა წიკლაური.
"დაღუპული "ტერორისტებიდან" რამდენიმე კაცი ამათ ორი წლის წინ ამიყვანეს ევროპიდან, სადაც თავს აფარებდნენ, აქ სამხედრო ინსტრუქტორებად დანიშნეს და ცხოვრების ყველანაირი პირობა შეუქმნეს. არჩვენების წინ ამ ვაჟბატონ სააკაშვილს თავში მოუვიდა გენიალური იდეს: რამე სახის სამხედრო საშიშროების შემთხვევაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და არჩევნების გაურკვეველი დროით გადადება. ადრე გითხარით, რომ თავდაპირველად პროვოკაცია სამაჩაბლოს საზღვრებთან იგეგმებოდა, მაგრამ ბოლო მომენტში გადაიფიქრეს. იქ რუსი სამხედროების დისლოკაციის ადგილია და ამ კურდღლებს ადგილზევე დაადუღებდნენ რუსები, ამიტომ გაითამაშეს ლაფანყურის ვარიანტი, სადაც ვითომ გატაცებული ბიჭების გამოსახსნელად სპეცოპერაციაში ჩახოცეს ხალხი. ოპერაცია სულ სხვანაირად ჩატარდა", - განაგრძობს რესპონდენტი.
"ამათ დაიბარეს ჩამოყვანილი ჩეჩნები და პანკისელი ქისტები, რომლებსაც სთხოვეს ჩრდილოკავკასიელ წინააღმდეგობის მოძრაობის წევრებთან დაკავშირება, რათა სამომავლოდ, საჭირო შემთხვევაში ერთმანეთთან კოორდინაცია ჰქონოდათ. ჩეჩნებმა და ქისტებმა ეს საქმე ორ თვეში მოაგვარეს, დაღესტანში გადავიდნენ, საჭირო ხალხი ნახეს და შეხვედრის დროს და ადგილიც დათქვეს. ამის შემდეგ ჩვენი სპეცჯგუფი, კურიერ ქისტებთან და ჩეჩნებთან ერთად გავიდა დანიშნულების ადგილზე, სადაც უკვე დამალული იყო კიდევ ერთი ქართული ჯგუფი. როცა ჩვენები ადგილზე მივიდნენ, იმ მხრიდან, საიდანაც უკვე მომავალი ჩრდილოკავკასიელები გამოჩნდნენ, გავარდა სამი ტყვია და სამი ქართველი სპეცრაზმელი მიწაზე დავარდა. ჩეჩნებმა და ქისტებმა უცებ გაიგეს რაც მოხდა - მათ დაინახეს, რომ ჩრდილოკავკასიელებს ტყვია არ უსვრიათ, სნაიპერები სრულიად სხვა ადგილზე იყვნენ და მიხვდნენ, რომ ისროდა ჩასაფრებული ქართული ჯგუფი, რათა მოეხდინა შეტევის იმიტაცია", - განმარტავს წინააღმდეგობის მოძრაობა "იბერიის" ხელმძღვანელი.
"ეს რომ გაიაზრეს, იმასაც მიხვდნენ, რომ თვითონაც განწირულები იყვნენ - ქართველებმა თუკი თავისიანები არ დაინდეს, მათ ვინრა დაინდობდა? ამიტომ გაქცევა რაციეს და სწორედ ეა გაქცეული, მოლაპარაკებაზე მიმავალი უიარაღო ხალხი ამოხოცა ჩასაფრებულმა ჯგიფმა, რათა იმ სიბინძურის მოწმეები მოეშორებინათ თავიდან, რაც შემდეგ მოხდა: მოწმეების ლიკვიდაციის შემდეგ შესახვედრად მომავალ სტუმრებზეც მიიტანეს იერიში... მოკლედ, ეს იყო თავიდან ბოლომდე ბინძურად დადგმული პროვოკაცია, რომლის ოფიციალური ვერსიის არავის სჯერა. ან რა დასაჯერებელია, როცა ტელევიზიით აჩვენებენ საწყობიდან ახლად გამოტანილ, ჯერ კიდევ ზეთშეუმშრაკლ არსენალს, რომელიც ვითომ მოკლულ "ტერორისტებს" ააართვეს. წარმოუდგენელია მისი ტარება ტყეში გადაადგილების დროს", - ამბობს ვაჟა წიკლაური და შეკითხვას - "თქვენ თქვით, რომ პირველად ისროლეს სნაიპერებმა. მათ კონკრეტული სანიშნე ჰქონდათ, თუ სულ ერთი იყო ვის მოკლავდნენ?" - პასუხობს:
"აი, ეს არის ძალიან საინტერესო კითხვა. მოკლულია სამი კაცი: ჩოხელი, წიკლაური და ხვედელიძე. პირველი ორი აშკარად გამოხატავდა თავის სიმპათიას ბიძინა ივანიშვილის მიმართ, ამას არ მალავდნენ და ხმამაღლა საუბრობდნენ კიდეც. ანუ არასასურველი პირები იყვნენ ნაცებისთვცის. რაც შეეხება ხვედელიძეს, მასაც რარაც პირადი ურთიერთობის გამო ჰქონდა პრობლემა. მოკლედ, სნაიპერებმა კარგად იცოდნენ ვინ იყო მათი სამიზნე, ამით არასასურველი პირებიც გადიოდნენ საქმიდან და თავისთავად, პროვიკაციის დაწყებაც მათი სიკვდილის ტერორისტებისთვის გადაბრალებით იყო შესაძლებელი. ძალიან მაინტერესებს, დღეს რომ სამხედრო ექსპერტები იბრალებენ და ხელისუფლების საქციელს ამარტლებენ, რატომ არ კითხულობენ, რატომ უნდა დაღუპულიყო სამხედრო ექიმი სპეცოპერაციი დროს? ექიმი იმყოფებოდა ყველაზე უსაფრთხო ადგილზე. თუ იღუპება, ეს ყოველთვის ბოლოს ხდება, როც მთელი მისი ჯგუფი ლიკვიდირებულია. აქ კი მოკლულია 3 კაცი და ერთი ექიმია... ჩრდილოკავკასიელებმა ძალიან კარგად იციან, რა მოხდა სინამდვილეში, ისინი არაფერში ადანაშაულებენ ქართველ ხალხს. არადა, სააკაშვილს სურდა, ჩეჩნებს თბილისში ტერაქტების სერია დაეწყოთ. სწორად ვერ გათვალა - ჩეჩნებმა და ქისტებმა ალაჰი დაიფიცეს სააკაშვილის და არა ქართველი ხალხის წინაააღმდეგ. ამიტომ ძალიან შეშფოთებულია დღეს ჩვენი პრეზიდენტი, სადაც ჩადის, ყველგან პატარა ბავშვებს შემოიხვევს ხოლმე, იქნებ ჩეჩნებმა ბავშვები მაინც დაინდონ და აღარაფერი მომიწყონო..."