კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ გლდანის რაიონში, დღეს ღამით, გადაუდებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. გლდანის რაიონის მოსახლეობის წყალმომარაგების გასაუმჯობესებლად, წყალსადენის 1400 მმ-იან მაგისტრალზე მეორე ეტაპის სამუშაოები განხორციელდება. მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის მიყენების მიზნით, კომპანია სამუშაოებს ღამის საათებში ჩაატარებს.
ამ მიზნით, დღეს, 18:00 საათიდან ხვალ, 22 დეკემბერის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
გლდანის მასივის III, IIIა, V, VI, VI, VIII მ/რაიონებს, თემქის III მ/რაიონს
გლდანის რაიონის დასახლებებს, ანდრონიკაშვილს, ბიჭვინთისა და რევოლუციის ქუჩებს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებელს და შეეცდება სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს.
წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის თაობაზე ინფორმაცია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მომხმარებელს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით, უკვე მიაწოდა. დეტალური ინფორმაციის მოძიება ასევე შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 293 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის http://www.gwp.ge/ka/gadaudebeli მეშვეობით.