21 დეკემბრიდან ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა რეგისტრაცია იწყება

21 დეკემბრიდან ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა რეგისტრაცია იწყება

2015  წლის 21 დეკემბრიდან 2016 წლის 31 მარტის ჩათვლით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო  საქართველოში ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების მქონე პირთა (უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირები) ყოველწლიურ სავალდებულო რეგისტრაციას ჩაატარებს.

რეგისტრაციის  ვადები და ადგილები:

ა) “Prima Facie”-ს პრინციპით და ინდივიდუალურად მინიჭებული ლტოლვილის  სტატუსის მქონე  პირთათვის 2015 წლის 21 დეკემბრიდან  2016 წლის 29 იანვრის ჩათვლით ქ. თბილისში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის შენობაში (მის: თამარაშვილის ქ. #15ა).

ბ) “Prima Facie”-ს პრინციპით ლტოლვილის სტატუსის მქონე პირთათვის 2016 წლის 1 თებერვლიდან 2016 წლის 5 თებერვლის ჩათვლით ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში მდებარე სამინისტროს დროებითი წარმომადგენლობის შენობაში.

გ) “Prima Facie”-ს პრინციპით და ინდივიდუალურად მინიჭებული ლტოლვილის  სტატუსის მქონე  პირთათვის 2016 წლის 8 თებერვლიდან 2016 წლის 12 თებერვლის ჩათვლით ქ. ბათუმში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს  ცენტრალური აპარატის შენობაში (მის: მ. კომახიძის ქ. #119).

დ) ლტოლვილის სტატუსის მქონე პირები, რომლებიც საპატიო მიზეზით ვერ გაივლიან რეგისტრაციას ა), ბ) და გ) პუნქტებში აღნიშნულ ვადებში ვალდებულნი არიან გამოცხადდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის შენობაში (მის: თამარაშვილის ქ. #15ა) 2016 წლის 15 თებერვლიდან 2016 წლის 31 მარტის ჩათვლით.