ანდრო ბარნოვი იმავე ფაკულტეტის დოქტურანტურაში ისწავლის, რომლის დეკანიც გახდა

ანდრო ბარნოვი იმავე ფაკულტეტის დოქტურანტურაში ისწავლის, რომლის დეკანიც გახდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ახალდანიშნული დეკანი ანდრო ბარნოვი, სწავლას იმავე ფაკულტეტზე გააგრძელებს, რომელსაც თავად ხელმძღვანელობს.

როგორც ბარნოვმა "ნეტგაზეთს" განუცხადა, 3 წლის მანძილზე ილიას უნივერსიტეტში სწავლობდა დოქტურანტურაში, თუმცა დროის უქონლობის გამო ლექციებზე სიარულს ვერ ახერხებდა და სადოქტორო არ დაუცავს.

“თსუ-ში აღმოვაჩინე ფორმატი, რომელიც ნაკლებად ითხოვს ლექციებზე დასწრებას, ამიტომ ვაპირებ საბუთების გადმოტანას” .

ბარნოვის განცხადებით, იგი მუშაობის გაგრძელებას ომისა და კონფლიქტის ანთროპოლოგიაში აპირებს:

“ორი წლის წინ ამ თემაზე სალექციო კურსს ვკითხულობდი და ვაპირებ წიგნი მოვამზადო”.

შეგახსენებთ, რომ ანდრო ბარნოვი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნირებათა ფაკულტეტის დეკანად 2012 წლის 17 აგვისტოს დაინიშნა. მანამდე, ერთი წლის განმავლობაში იგი თავდაცვის მინისტრის მოადგილე გახლდათ, მინისტრის მოადგილის თანამდებობის დაკავებამდე ანდრო ბარნოვი ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი იყო.