ჩხოროწყუში

ჩხოროწყუში "ქართული ოცნების" მხარდამჭერი ბაყაყების გამო დააპატიმრეს...

"წადი რა, ბაყაყები გადაიღე", - სწორედ ეს ფრაზა მიიჩნია სასამართლომ ჟურნალისტის შეურაცხყოფად, მისთვის საქმიანობის ხელის შეშლად და "ქართული ოცნების" აქტივისტს 35-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა. ეს იმ ფონზე, როცა დამოუკიდებელი მედიის ჟურნალისტებს პირდაპირი მნიშვნელობით თავ-პირს ამტვრევენ და ამის გამო არავინ დაუსჯიათ. რა მოხდა ჩხოროწყუში და სინამდვილეში რატომ დააკავეს "ქართული ოცნების" აქტივისტი, ამაზე "ქრონიკას" მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან იზორია ესაუბრება", - წერს გაზეთი "ქრონიკა" სტატიაში სათაურით "ქართული ოცნების" მხარდამჭერი ბაყაყის გამო დააპატიმრეს?!

"პარასკევს დააკავეს ჩემი და "ქართული ცონების" ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი ედემ კვარაცხელია. საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, რომ ჩვენ წარმომადგენლებსა და პირადად მეც მოსახლეობასთან შეხვედრებზე დაგვყვება ხელისუფლების ე.წ. ჟურნალისტები, რომელთა ფუნქციაა, გადაიღონ ის ადამიანები, რომლებიც ჩვენთან შეხვედრებზე მოდიან, შემდეგ ეს მასალა მიაწოდონ პოლიციასა და უშიშროებას და მათ მუქარითა და შანტაჟით მოახდინონ ჩვენს მხარდამჭერებზე ზეწოლა. პოლიციამ შინიდან აიყვანა ედემ კვარაცხელია - თურმე ხუთშაბათს ერთ-ერთ შეხვედრაზე მოსულ ამ ე.წ. ჟურნალისტებს მოსახლეობამ ზურგი შეაქცია, არ უნდოდათ კამერას მათი სახე გადაეღო, ხოლო ედემ კვარაცხელიამ უთხრა - "წადი რა, ბაყაყები გადაიღეო", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლევან იზორია.

"არავითარი სხვა ინციდენტი ან გაწევ-გამოწევა ან შეურაცხყოფა არ ყოფილა. ეს სიტყვებიც კვატაცხელიამ იმიტომ უთხრა, რომ მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა თქვა, ლაზიკაში მერიას ვაშენებო, სამეგრელოში ხუმრობა დაიწყეს - ეტყობა, ბაყაყების მერი უნდა დანიშნონო. მოსამართლემ თქვა, ეს სიტყვები ჟურნალისტის შეურაცხყოფა არისო", - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვას - "ასე ჩაწერა მოსამართლემ გადაწყვეტილებაში?" - პასუხობს:

"გადაწყვეტილება ჯერ არ ჩაგვბარებია. მაგრამ სხდომაზე პირდაპირ ასე გამოაცხადა. ამა ხალხი ესწრებოდა და უამრავი მოწმე არსებობს. საქართველოს კი არა, მსოფლიოს მართლმსაჯულების ისტორიაში ასეთი პრეცედენტი არ არსებობს! ის ე.წ. ჟურნალისტი, ვის გამოც ჩვენი აქტივისტი დააკავეს, ვინმე კობა ალექსანდრია, ჩხოროწყუს საავადმყოფოს დაცვაში მუშაობს და მიუხედავად იმისა, რომ დასაქმკებულია, დარეგისტრირებულია სოციალური დაცვის სააგენტოში. პარალელურად ითავსებს "ჟურნალისტის" ფუნქციას და ჩვენს შეხვედრებზე მოსულების შესახებ ინფორმაციასა და ვიდეომასალას პოლიციას აწვდის".