ქართველი ძალოვანების მიერ ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციაზე და ჯერაც პასუხგაუცემელი კითხვების სავარაუდო პასუხებზე "ინტერპრესნიუსი" რუს სამხედრო ექსპერტს, პაველ ფელგენგაუერს ესაუბრა.
- ბატონო პაველ, ლოპოტას ხეობაში ქართველი ძალოვანების სპეცოპერაციაზე მართალია, ჯერ სრული ინფორმაცია არ გავრცელებულა, მაგრამ თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რაც დღესათვის ამ ოპერაციის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უკავშირდება?
- მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს ორივე მხრიდან ძალების შემთხვევითი შეტაკება იყო. ჯერ არანაირი საფუძველი არა მაქვს მომხდარი შეთქმულების თეორიების რთულ საკითხებს დავუკავშირო. თუმცა, იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ შესაძლებელი იყო დაპირისპირების თავიდან აცილება, რაც ამჯერად არ მომხდარა. ცნობილია, რომ ქართველი სამხედროები ჩეჩნებთან არ ომობენ. რაც სოფელ ლაფანყურის ტყეში მოხდა, უფრო სერიოზულ გაუგებრობას ჰგავს. შესაძლოა, ასე სულაც არ იყოს, მაგრამ ჯერ არანაირი საფუძველი არა გვაქვს ვივარაუდოთ, რომ მომხდარს სერიოზული ცვლილებები მოჰყვება. მომხდარი გრძელვადიან პერსპექტივაში როგორც საქართველოს, ისე რუსეთის პოლიტიკაში ცვლილებებს არ გამოიწვევს, თუმცა ყველაფერი შესაძლებელია.
- რას გულისხმობთ? თუ შეიძლება დააზუსტეთ . . .
- მხედველობაში მაქვს შემდეგი - ეს სამწუხარო ისტორია სწორედ იმას ადასტურებს, რომ საქართველო და რუსეთი ფეთქებადსაშიშ კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების საკითხებში უნდა თანამშრომლობდნენ. სამწუხაროდ, ჯერ არანაირი საფუძველი არა გვაქვს მივიჩნიოთ, რომ საქართველოსა და რუსეთის ძალოვანი უწყებები უსაფრთხოების საკითხებში რაიმე ფორმით კოორდინაციაში არიან. მიმაჩნია, რომ ამ საკითხებში საქართველო და რუსეთი უნდა თანამშრომლობდნენ და იმედი მაქვს, დროთა განმავლობაში ასეც იქნება. კავკასიაში გრძელვადიანი უსაფრთხოების საკითხებში რუსეთსა და საქართველოს სერიოზული და საერთო ინტერესები აქვთ. მესმის, რომ ახლა ამ ქვეყნებს შორის არანორმალური ვითარებაა, ასე ალბათ რამოდენიმე ხანი კიდევ იქნება, მაგრამ სულ რომ ასე არ შეიძლება იყოს, რასაც ადრე თუ გვიან მხარეები მიხვდებიან.
- ლიკვიდირებულთა შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც. ჯერ გაურკვეველი რჩება, რა მიზანი გქონდა ამ შეიარაღებულ ჯგუფს. სხვათა შორის, ისიც გაურკვევლია, როგორ აღმოჩნდა ეს ჯგუფი თელავის რაიონის სოფელ ლაფანყურის ტყეში, ლოპოტას ხეობაში. თქვენი აზრი როგორია?
- სადაც შეტაკება მოხდა, არ არის არც ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტი, რომელზეც შესაძლებელი უნდა ყოფილიყო დივერსიული აქტის მოწყობა. მე მაინც მგონია, რომ არც ერთ მხარეს ერთმანეთთან დაპირისპირება არ უნდოდა და, რაც მოხდა, ორივე მხრიდან უფრო შემთხვევითობა იყო.
- როგორც გაირკვა, დაღუპულთა შორის აღმოჩნდა ახმედ ზაკაევის ყოფილი მცველი დოშუევი. თქვენი აზრით, როგორ მოხვდა ის იქ და რა ვერსია გაქვთ საქართველოში მის აღმოჩენასთან დაკავშირებით?
- არ ვიცი და ვერსიის გამოთქმაც მიჭირს.
- მისი ყოფილი მცველის საქართველოში ყოფნა გაუკვირდა თავად ზაკაევსაც. ამ საკითხზე მის მიერ გავრცელებულ კომენტარში ნათქვამია - "გაკვირვებას იწვევს დოშუევის საქართველოში ყოფნა". ლონდონში მყოფმა ჩეჩნეთის დევნილმა მთავრობამ მომხდარის შესასწავლად სპეციალური კომისია შექმნა და მზად არის, ითანამშომლოს ქართველ სამართალდამცავებთან. ზაკაევის თქმით, თუ ქართველი სამართალდამცავები მათ კომისიასთან არ ითანამშრომლებენ, მათ საკმარისი რესურსი აქვთ საქართველოში გაიგონ, რეალურად რა მოხდა. თქვენი შეფასებით, რას შეიძლება ნიშნავდეს ზაკაევის განცხადება?
- ზაკაევის განცხადება სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ მომხდარი არასასიამოვნო შემთხვევითობა და შემთხვევითი ტრაგედიაა. ჩრდილოეთ კავკასიელ "ბოევიკებს", რომლებიც რუსეთთან არიან დაპირისპირებულნი, საქართველოსთან დაპირისპირება მათ ინტერესში არანაირად არ შედიოდა.
- შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს განცხადება ანაც კავკასიის ემირატის მიერ გავრცელებული მუქარის შემცველი განცხადება გაართულებს ვითარებას?
- ემირატი ქსელური სტრუქტურაა და სულაც არა არის გამორიცხული, რომ მათ საქართველოში მკვლელობა ანაც დივერსიული აქტის მოწყობა გადაწყვიტონ. მაგრამ, არა ვარ დარწმუნებული, რომ ისინი ასეთ გადაწყევტილებაა მიიღებენ. ისე, იმის გამო, რომ ისინი ყოველთვის გონივრულ გადაწყვეტილებებს არ იღებენ და არაპროგნოზირებადნიც არიან, მათგან გამორიცხული არაფერია. თუმცა, მათ ისიც კარგად უნდა ესმოდეთ, რომ ამგვარი განცახდებებით ისინი მტრებს იმრავლებენ და საქართველოსა და რუსეთს ერთმანეთთან აკავშირებენ.
- რამდენად საფუძვლიანი შეიძლევა იყოს ვარაუდი, რომლის თანახმადაც, საქართველოში მომხდარი სირიის ოპოზიციისთვის მხარდამჭერთა მორიგ რეკრუტირებას და ამ ჯგუფის სირიაში შესაძლო გამგზავრებას უკავშირდება?
- თუ მათ სირიაში მოხვედრა უნდოდათ, გაუგებარია, რა უნდოდათ რუსეთ-საქართველოს საზღვრის დაღესტნის მონაკვეთთან არსებულ ტყეებსა და მთებში. იქიდან სიარიში მოხვედრა ხომ უფრო რთულია. თუ დავუშვებთ, რომ მათ გეგმებში სირიაში მოხვედრა იყო, მათ შეეძლოთ, თბილისიდან თეირანში ჩაფრენა, მანქანით ჩასვლა ანაც საქართველოდან თურქეთში მოხვედრა და შემდეგ სირაიში ჩასვლა. საქართველოდან სირიაში მათი მარშრუტი დამოკიდებული იმაზე იქნებოდა, თუ ვის მხარეს აპირებდნენ ისინი ბრძოლას - ასადის, თუ ასადის ოპოზიციის. თუ მათ სირიაში ოპოზიციის მხარეს ბრძოლა უნდოდათ, საკმარისი იყო, თურქეთში ჩასულიყვნენ; თუ ასადის მხარდამჭერები იყვნენ, სოფელ ლაფანყურის ტყეში კი არა, თეირანში უნდა აღმოჩენილიყვნენ. ამისათვის მათ თან არც იარაღის ტარება არ მოუწევდათ, ვინაიდან სირიის ოპოზიციასაც და ხელისუფლებასაც იმდენი იარაღი აქვს, აქედან იარაღის ტარება სულაც არ იქნებოდა საჭირო.
- შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ ოპერაციის ჩატარებისას ქართველი და რუსი ძალოვნები ერთმანეთთან გარკვეულ დონეზე თანამშროლობდნენ?
- სამწუხაროდ, ჯერჯერობით ამას ვერ ვხედავთ. ის, რომ ამ ოპერაციის მიმდინარეობისას ორი ქვეყნის ძალოვან უწყებებს შორის არანაირი კოორდინაცია არ იყო, ეს კარგი სულაც არაა.
- ბრიტანელი ექსპერტის, თომას დე ვაალის მტკიცებით, ოფიციალურ რუსეთი მომხდართან დაკავშირებით იმიტომ დუმს, რომ "არ სურს, საქართველოს ხელისუფლებას მადლობა გადაუხადოს მისი საქმის გაკეთების გამო." რამდენად საფუძვლიანია ექსპერტ ვაალის მტკიცება?
- ვეთანხმები, მისი ვარაუდი საფუძველს მოკლებული სულაც არ არის. რუსეთი და საქართველო არ მეგობრობენ, მაგრამ ფაქტობრივად ისინი მოკავშირეები გამოდიან. ეს გახლავთ ის, რაზეც მე უკვე ვისაუბრე. პრინციპში, საქართველოსა და რუსეთს კავკასიაში უსაფრთხოების საკითხებში საერთო ინტერესები აქვთ და ერთმანეთთან უნდა თანამშრომლობდნენ. ამისთვის კი, საჭიროა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის პრობლემების გადაწყვეტა. საქართველო და რუსეთი არა მარტო მეზობლები, არამედ შეიძლება კეთილი მეზობლები იყვნენ. მათ საერთო ინტერესები და საერთო პრობლემები აქვთ.
- ბევრმა რუსეთის მიერ სამხედრო სწავლება "კავკასია 2012"-ის ფარგლების შემცირება ქართული მხარის მიერ წარმატებულად ჩატარებულ სპეცოპერაციას დაუკავშირა. თქვენც ასე ფიქრობთ?
- გავეცანი სააგენტოების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. მასში ნათქვამი იყო, რომ - "რუსეთს არ უნდა, შეაშონოს საქართველო." რამდენადაც ვიცი, იქ პრაქტიკულად არაფერი არ შეცვლილა, უბრალოდ "კავკასია-2012"-ის ფარგლებში ძირითადად საშტაბო-სამეთაურო სწავლებები მიმდინარეობს. გარდა ამისა, ტაქტიკური სწავლებები სწორედ იქ მიმდინარეობს, სადაც დაგეგმილი იყო. ჩემი აზრით, რუსული მხარის განცხადება საკმაოდ უჩვეულოდ და შემაშინებლად გამოიყურება. არ ვიცი, ამ განცხადებაში რა უფრო მეტია, საქართველოს არშეშინების, თუ დეზინფორმირების სურვილი.
- უნგრეთის სასამართლომ სომეხი ოფიცრის მკვლელობისთვის ციხეში მყოფი აზერბაიჯანელი ოფიცერი საფაროვი იმ პირობით გაანთავისუფლა, რომ მას დარჩენილი ვადა სამშობლოში უნდა მოეხადა, მაგრამ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა იგი არა მარტო შეიწყალა, არამედ სამხედრო წოდებაც უბოძა. ამის შემდეგ სომხეთის პრეზიდენტმა სარგსიანმა განაცხადა - სომხეთი ომისთვის მზად არის. რამდენად დიდია ამ ორ ქვეყანას შორის საომარი მოქმედებების განახლების ალბათობა?
- სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მართლაც რთული ვითარებაა. ამ ზაფხულში მიმდინარეობდა ბრძოლები, რასაც ორივე მხრიდან საკმაოდ დიდი მსხვერპლიც მოჰყვა. ამ ქვეყნებს შორის დღემდე არ არსებობს უსაფრთხოების ზონები, არ დგანან საერთაშორისო დამკვირებლები. ვითარების ესკალაცია ყოველთვის შესაძლებელია, მით უმეტეს, რომ საომარი რიტორიკა ორივე ქვეყანაში მატულობს. თუმცა, მაინც არა მგონია, რომ საქმე საომარი მოქმედებების განახლებამდე მივიდეს.
- თქვენი აზრით, იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ სირიაში ვითარება კიდევ უფრო გამწვავდა, რამდენად დიდია სამხრეთ კავკასიაში რუსეთის გააქტიურების ალბათობა?
- ყარაბაღის კონფლიქტის გამო სამხრეთ კავკასიაში საკმაოდ გართულებული ვითარებაა. მოახლოებული არჩევნების გამო პრაქტიკულად რთული ვითარებაა საქართველოშიც. აზერბაიჯანისა და სომხეთის შეირაღებული ძალები პრაქტიკულად საბრძოლო მზადყოფნაში არიან მოყვანილი. სანამდე მიგვიყვანს არსებული ვითარება - სიტუაციის შემდგომ გამწვავებამდე, თუ არსებული ვითარების შენარჩუნებამდე, ზამთრის დადგომამდე გაირკვევა.
რაც შეეხება სირიასა და იმას, სავარაუდოდ, თუ როგორ იმოქმედებს რუსეთი სირიაში ვითარების კიდევ უფრო გამწვავების შემთხვევაში. თუ სირიის ტერიტორიაზე შეიქმნება უსაფრთხოების ზონები, რაზეც თურქეთი და აშშ შეთანხმების მიღწევას ფარულად ცდილობენ და, რაშიც მათ მხარს დასავლეთი დაუჭერს, რეგიონში უსაფრთხოებას საფრთხე მართლაც დაემუქრება. ოფიციალური თეირანი თითქმის ყოველ დღე აცხადებს, რომ არ დაუშვებს ასადის რეჟიმის დაცემას. სირიაში უსაფრთხოების ზონების შექმნის შესახებ გადაწყვეტილების შემთხვევაში სირიაში ომის დაწყება გარდაუვალი იქნება. ასეთი ვითარება რომ კავკასიაზე აისახება, სულ უფრო ცხადი ხდება. თუ როგორ, ამაზე საუბარი ახლა საკმაოდ ძნელია.