"მიხეილ სააკაშვილი და მისი ხელისუფლება წლების განმავლობაში კულტივირებდა რუსულ საფრთხეს - შიდასახელმწიფო კონსოლიდაციისა და დასავლეთის მხარდაჭერის მობილიზაციას ის ახდენდა რუსული საფრთხის კულტივაციით. აღმოჩნდა, რომ რუსული საფრთხე არის საუკუნებრივი მოცემულობა დემოკრატიული პროცესების შეფერხებისთვის, ეს სააკაშვილს აღარ გამოადგება - ამაზე გაჭრილი ტექსტით საუბრობს ყველა კომპეტენტური ადამიანი, ამერიკული თუ ევროპული საზოგადოების წარმომადგენელი, რომ დემოკრატიული არჩევნები არის ცალკე პროცესი და ამას არანაირი კავშირი არ აქვს რუსულ საფრთხესთან, რომელიც არსებობს, როგორც მოცემულობა", - აცხადებს კოალიცია "ქართული ოცნების" წევრი, უშიშროების მინისტრის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ივანიშვილის წინააღმდეგ ტერაქტი იგეგმება?! / რა სქემას უშიფრავს "ალიას" "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი?!
"შესაბამისად, ვიმსჯელოთ, რა ინსტრუმენტებია დარჩენილი მიხეილ სააკაშვილის ხელში - საერთაშორისო თანამეგობრობისთვის მთავარი არგუმენტი გამოეცალა, რასაც ჰქვია რუსული საფრთხე. როგორც ჩანს, არჩევნებამდე ვერ ვერ გახდება ირანი ცხელი წერტილი მიხეილ სააკაშვილისთვის, რათა კეთილისა და ბოროტის ბრძოლის წინა ხაზზე წარმოაჩინოს თავი. იმისთვის, რომ მყისიერად მოახდინოს დასავლეთის მობილიზება. ეს არის ის ალგორითმი, რაც არის უმცირესობის შეურაცხყოფა, ანტისემიტიზმი და ა.შ. - მათ შორის უმთავრესი ეს არის ისლამური ტერორიზმი. თუ ქვეყანაში იქმნება მტკიცებულება, რომ დემოკრატიულობაზე პრეტენზიის მქონე სახელმწიფოს ემუქრება ისლამური ტერორიზმი, მაშინ მყისიერად და დაუყოვნებლივ ირაზმება დემოკრატიული საზოგადოება ამ ჭირთან მებრძოლი ხელისუფლების მხარდასაჭერად. შესაბამისად, თუ ეს პროცესი, ეს უზნეობა, რაც მოხდა სოფელ ლაფანყურში ხელისუფლების მიერ არის მართული, ამ შემთხვევაში ამოცანა ასეთია - საქართველოში უნდა დაიწყოს კულტივირება ისლამური ფუნდამენტალისტური ჯიჰადისა - ამ შემთხვევაში ჩვენ არაერთი მასობრივი ძალადობის აქტის მომსწრენი გავხდებით", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლაშა ნაცვლიშვილი.
"არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენ გავხდეთ მომსწრე მიხეილ სააკაშვილზე ვერახდენილი ტერაქტისა. არ გამოვრიცხავ, რომ მივიღოთ ძალადობის ესკალაცია, ტერაქტების ან დივერსიული აქტების სერია, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობაში გაიყიდება როგორც ორგანიზებული ბრძოლა დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელიც დგას საერთაშორისო ტერორისტებთან ბრძოლის ავანგარდში - ანუ მიხეილ სააკაშვილი იცვლის ტყავს და რუსეთთან მებრძოლი რაინდიდან გადაიქცევა საერთაშორისო ტერორიზმთან მებრძოლად", - განაგრძობს რესპონდენტი.
"მოდით, სიტუაციის მოდელირება გავაკეთოთ... როგორ ფიქრობთ, მეტრო რომ ააფეთქონ და ჯიჰადს დააბრალონ, ეს ხალხი შინაგანად მზად არის ასეთი რამისთვის? ამათ ხურჩაში მანქანა ააფეთქეს და ქალი კინაღამ შეიწირეს - ეს არის ამ ხელისუფლების "აქტივში?" ეს ხომ ასეა. მოკლედ თუ ეს არის მარტული პროცესი, არ გამოვრიცხავ, რომ გავხდეთ რარაც ტიპის ძალადობრივი პროცესების მომსწრენი, ასევე შეიძლება ჩვან ვნახოთ ვერშემდგარი ტერაქტი მიხეილ სააკაშვილზე, რომელიც გასარდება, რომ სავარაუდოდ ის უნდა ყოფილიყო საერთაშორისო ტერორიზმის მსხვერპლი, მაგრამ გადარჩა... დასძენს ლაშა ნაცვლიშვილი და შეკითხვას - "გარდაცვლილტა ახლობლები ამბობენ, როომ სააკაშვილსა და მის ხელისუფლებას სისხლს არ შეარჩენენ. რამდენად რეალურია ჩვენ ვიხილოთ დაგეგმილი ტერორისტული აქტები კამიკაძეებისა და შაჰიდების მხრიდან?" - პასუხობს:
"ამას პრაქტიკულად გამოვრიცხავ, რომ ხელისულფების ამ ნაბიჯს ჩვენმა თანამემამულეებმა უპასუხონ მასობრივი ტერორისტული აქტებით - ის რომ ჩვენმა ქისტებმა მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ განახორციელონ ტერაქტები, ამას გამოვრიცხავ".