ახალი წლის დღეებში საქართველოს ბანკის სერვისცენტრების მუშაობის განრიგი

ახალი წლის დღეებში საქართველოს ბანკის სერვისცენტრების მუშაობის განრიგი

საქართველოს წამყვანმა ბანკმა, განაცხდა, ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგის შესახებ.

2014 წლის 1 და 2 იანვარს, დახურული იქნება საქართველოს ბანკის ყველა სერვისცენტრი, მათ შორის Express და მეტროს სერვისცენტრები. საქართველოს ბანკის სატელეფონო ცენტრი 2 444 444 მიუწვდომელი იქნება 1 იანვარს, 2 იანვარს დილის 10:00 საათიდან კი ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება მომხმარებელს. მომხმარებელს, ვისაც საკრედიტო ბარათზე დაანგარიშების თარიღი აქვს 1 ან 2 იანვარი, საშეღავათო პერიოდით სარგებლობისთვის თანხის შემოტანა შეუძლიათ 31 დეკემბერს.

31 დეკემბერს, საქართველოს ბანკის სერვისცენტრები მომხმარებელს გახანგრძლივებული განრიგით დილის 10:00 საათიდან, საღამოს 18:30 საათამდე, მოემსახურებიან.

3 იანვრიდან, საქართველოს ბანკის ყველა სერვისცენტრი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.