დღეს, 26 დეკემბერს, 10:30 საათზე სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ "იუვენილური ართრიტით დაავადებულ ბავშვთა მშობლების კავშირი" გამართავს პრესკონფერენციას თემაზე: რა ბედი ელით იუვენილური რევმატოიდული ართრიტით დაავადებულს ბავშვებს.
მედიასთან შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენს კიდევ ერთხელ შეახსენოს ჯანდაცვის სამინისტროს იუვენილური ართრიტით დაავადებული ბავშვების პრობლემა, რომლებიც მათგან დახმარებას და გადაწყვეტილებას დღემდე ელიან.
რამდენია საქართველოში ამ დაავადებით შეპყრობილი ბავშვი? როგორ და რა პირობებში მიმდინარეობს მათი მკურნალობა? რატომ არის ეს დაავადება ასეთი საშიში და რა შეიძლება გამოიწვიოს მან, თუ არ მოხდა დროული და ადექვატური მკურნალობა? უნდა ფინნასდებოდეს თუ არა იშვიათი დაავადებები სახელმწიფოს მიერ? რატომ არ არის საქართველოში იშვიათი დაავადებების ჩამონათვალის სრულყოფილი და მართებული ნუსხა? რატომ არ ხდება მიის განახლება რათა მოხდეს დაავადებების სამართავად გამოყოფილი თანხების რაციონალურად გადანაწილება? და რაც უმთავრესია, რას აკეთებს და როგორ ზრუნავს მათთზე სახელმწიფო? რა ბედი ელით იშვიათი დაავადებით - იუვენილური რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ ბავშვებს? როგორ გადაწყვეტს სახელმწიფო მათ მომავალს?
ამ და სხვა თემებზე ისაუბერებენ "იუვენილური ართრიტით დაავადებულ ბავშვთა მშობლების კავშირის“ თავმჯდომარე ანა ბოქოლიშვილი, პედიატრ რევმატოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი მაია ლეკიშვილი და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი.