რა საუბარი შედგა პუტინსა და სააკაშვილს შორის 2008 წელს?

რა საუბარი შედგა პუტინსა და სააკაშვილს შორის 2008 წელს?

გაზეთ "კვირის ქრონიკას" ნინო ბურჯანაძე 2008 წლის მოვლენებზე ესაუბრება:

- რა საუბარი გაიმართა პუტინსა და სააკაშვილს შორის, იქნებ, კონკრეტული დეტალები ჩვენს მკითხველსაც გაუმხილოთ?
-
 2008 წლის აპრილში, როდესაც უკიდურესად იყო დაძაბული ვითარება საქართველო-რუსეთს შორის, მაშინ ჩემი დაჟინებული და კატეგორიული მოთხოვნით, საუბარი შედგა სააკაშვილსა და პუტინს შორის. სააკაშვილს მისი "ძვირფასი მრჩევლები" ომის დაწყებას ურჩევდნენ, პირდაპირ ასე უებნებოდნენ, - დავიწყოთ ომი აფხაზეთში, რუსეთმა თავისი მოქმედებით კარტბლანში მოგვცაო, კარტაბელე, ასე ამბობდნენ. მე ვხედავდი, სააკაშვილს რეალურად უბიძგებდა მისი გარემოცვა ომის დაწყებისაკენ. ამიტომაც მოვითხოვე ასე კატეგორიულად, შემდგარიყო პუტინსა და სააკაშვილს შორის საუბარი.
ამ საუბარში პუტინმა სააკაშვილი გააფრთხილა, - თუ აფხაზეთისა და ცხინვალის ტერიტორიაზე სააკაშვილი იმოქმედებდა შეიარაღებული ძალით, აუცილებლად შემოვიდოდა რუსული არმია. პუტინის სიტყვები იყო, რომ გაანადგურებდა ქართულ ჯარს, რუსეთი იძულებული გახდებოდა, ეცნო აფხაზეთი და ოსეთი.

ასე რომ, დღეს ისტერიკაში რომ არიან ეს ჩვენი ვაი-პოლიტიკოსები, - აი, თურმე, რუსეთი ემზადებოდა ომისთვისო, რა თქმა უნდა, ემზადებოდა, ყველა დიდი სახელმწიფო ემზადება პოტენციური საომარი მოქმედებისთვის, მით უმეტეს, როცა კონფლიქტის ზონებზეა საუბარი. რა, ამერიკის შეერთებული შტატები ერაყში მოუმზადებელი შევიდა, თუ ერაყი არ იყო დამოუკიდებელი და სუვენერული სახელმწიფო?!..