საქართველოში დანაშაულების რაოდენობა თითქმის 14%-ით გაიზარდა და ამდენივე პროცენტით შემცირდა დანაშაულთა გახსნის მაჩვენებელი. ასეთია შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკა, რომლის დაჯერებაც უჭირთ იუსტიციის სამინისტროში.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2012 წლის პირველი 7 თვის დანაშაულის სტატისტიკა რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა.
ოფიციალური სტატისტიკით, 2012 წელს თითქმის 13–ჯერ არის გაზრდილი ავტომობილთა ქურდობის ფაქტები. თუ 2011 წლის 7 თვის განმავლობაში 41 ავტომობილის ქურდობა მოხდა, 2012 წელს ამ მაჩვენებელმა 524 ავტომობილს მიაღწია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკის არ სჯერა იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელ ოთარ კახიძეს. ის განსაკუთრებით ეჭვქვეშ აყენებს ავტომობილთა ქურდობის რაოდენობის ზრდას.
“მანქანის ქურდობა სისხლის სამართლის კოდექსში ცალკე მუხლად არ არის, როგორ დათვალეს ეს? ჩვენ გვაქვს დანაშაული სატრანსპორტო საშუალებების წინააღმდეგ, რომელიც შეიძლება იყოს სარკეების, ბორბლებისა და ავტომობილთა სხვა ნაწილების ქურდობა. 500 მანქანის ქურდობა არარეალურია”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” ოთარ კახიძემ.
კითხვაზე, თუ რამ გამოიწვია ქურდობის მაჩვენებლის ზრდა, ოთარ კახიძე პასუხობს, რომ შესაძლოა გაიზარდა პოლიციისადმი მიმართვიანობა და არა თავად ფაქტების რაოდენობა. მისი მოსაზრებით, შესაძლოა, აქამდე პირები პოლიციაში ხშირად არ აცხადებდნენ ქურდობის შესახებ.
“ოფიციალური სტატისტიკით მანიპულირება, დანაშაულმა მოიმატა, დაიკლო და ა.შ. ჩემთვის არასარწმუნოა. ჩემთვის,
როგორც ამ სფეროში მომუშავე ადამიანისთვის, პოლიციის სტატისტიკით, თუ თვალშისაცემი, საოცარი კლება არ არის, ამაზე აპელირება საერთოდ არასწორია, ვერანაირ დასკვნას ამით ვერ გამოიტანთ”, – აცხადებს იუსტიციის სამინსიტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
თუმცა, თავად იუსტიციის სამინისტრო არაერთ კვლევასა და სტატისტიკურ მონაცემს იშველიებს იმის საილუსტრაციოდ, თუ რამდენად პოზიტიურად შეიცვალა კრიმინოგენული სიტუაცია ქვეყანაში.
2011 წელს იუსტიციის სამინსიტრომ გამოაქვეყნა დანაშაულისა და უსაფრთხოების კვლევის შედეგები. აღნიშნულ კვლევაში ნაჩვენებია, რომ 1993 წელს საქართველოს მოსახლეობის 6.3% დაზარალდა ავტომობილის ქურდობის შედეგად, 2006 წელს – 1.8%, 2010 წელს – 0.02%, 2011 – 0.0 %. აღნიშნულ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით იუსტიციის სამინისტრომ მაშინ აჩვენა, თუ როგორ იკლებდა ავტომობილთა ქურდობის ფაქტები 1990–იანი წლების დასაწყისიდან 2011 წლამდე. თუმცა აღნიშნულ მოანცემებში ასახული არ არის 2012 წლის პირველი 7 თვის მონაცემი, რა დროსაც, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 13–ჯერ არის გაზრდილი ავტომობილთა ქურდობა.
შსს–ს ინფორმაციით, 2012 წლის 7 თვეში 2011 წლის 7 თვესთან შედარებით 133–ით ნაკლები ბინა გაქურდეს, თუმცა ამის პარალელურად საგრძნობლად დაკლებულია ბინის ქურდობის საქმეების გახსნის მაჩვენებელი. წელს სამართალდამცავებმა ბინიდან ქურდობის მხოლოდ 22%–ის გახსნა შეძლეს, შარშან კი ეს მაჩვენებელი გაცილებით მაღალი იყო და 31%–ს აღწევდა.
იუსტიციის სამინისტროს მონაცემები ამ შემთხვევაშიც არ ემთხვევა შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებს. იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ოთარ კახიძე იშველიებს მისივე სამინისტროს სტატისტიკას, რომელიც განსხვავდება შსს–ს მონაცმებისგან. პოლიციისგან განსხვავებით, კახიძე ამბობს, რომ ქურდობამ მოიმატა, თუმცა ეს საგანგაშოდ არ მიაჩნია. მისი თქმით, 2011 წლის პირველ 7 თვეში გამოძიება დაიწყო ქურდობის 7 107 ფაქტზე, 2012 წლის იგივე მონაკვეთში კი – 8 548 ფაქტზე. 2011 წელს ქურდობის გამო 2 497 პირის მიმართ განხორციელდა სამართლებრივი დევნა, 2012 წელს კი, 2 366–ზე, ანუ, 131–ით ნაკლებ პირზე.
“ეს არ არის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება. რაც შეეხება დანაშაულის მატება–კლებაზე ლაპარაკს სტატისტიკის მიხედვით, სპეკულაციურია იმიტომ, რომ ოფიციალური სტატისტიკა არის ის დანაშაულები, რომელიც პოლიციაში ცხადდება. რაღაც დანაშაულები პოლიციაში საერთოდ არ ცხადდება, განსაკუთრებით, ქურდობის შემთხვევაში. აი, მაგალითად, როცა ძიძები იპარავენ რაღაცებს ოჯახებში, იმას პოლიციაში არ აცხადებენ, ან როცა რაღაცას კარგავენ, ამის შესახებ პოლიციაში არ აცხადებენ. ქურდობის პოლიციაში განცხადების მაჩვენებელი არის დაბალი, განსხვავებით მკვლელობისა და ყაჩაღობისგან, რომელიც აუცილებლად ფიქსირდება”, – ამბობს იუსტიციის სამინსიტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ოთარ კახიძე.
რამდენიმე კვირის წინ, 2012 წლის 22 ივლისს, თბილისში გახმაურებული ქურდობა მოხდა. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტარას შევჩენკოს ქუჩაზე მდებარე საგამოძიებო სტუდია “მონიტორი” გაქურდეს. ქურდებმა წაიღეს ოფისში არსებული ყველა კომპიუტერი და ძვირადღირებული კამერები. სტუდიისთვის მიყენებულმა ზარალმა 30 ათას აშშ დოლარს მიაღწია.
“მონიტორის” ხელმძღვანელი, ნინო ზურიაშვილი ამბობს, რომ ქურდობიდან 1 თვის შემდეგ გამოძიება წინ არ წასულა, სამართალდამცავებს არც დანაშაულის ჩამდენი პირები დაუკავებიათ და არც ნაქურდალი ძვირადღირებული სატელევიზიო ტექნიკა უპოვიათ.
“მონიტორის” მსგავსად, სამართალდამცავებს ჯერ არ გამოუძიებიათ სახლის გაქურდვის მცდელობის ფაქტი ქუთაისში. რამდენიმე კვირის წინ ქურდებმა მაყვალა ნიკოლაძის სახლს ქუთაისში, საფიჩხიის დასახლებაში გისოსები მოხსნეს, თუმცა სახლში შეღწევის დროს ერთ–ერთი ფანჯარა ჩაემსხვრათ, რასაც ხმაური მოჰყვა. მაყვალა ნიკოლაძე ვარაუდობს, რომ ქურდებს ამის შემდეგ შეეშინდათ და მისი სახლი ისე დატოვეს, რომ არაფერი წაუღიათ. შემთხვევა დღისით, 12–დან 18 საათამდე შუალედში მოხდა. ნიკოლაძეებმა სამართალდამცავებს მიმართეს, გამოძიება დაიწყო, თუმცა საქმე გახსნილი არ არის.
“მეგონა, აქამდე ქურდობები მოისპო, მშვიდად ვიყავი, მაგრამ გისოსები ამიხსნეს სახლზე და ჯერ არ უპოვიათ, ვინც ეს გააკეთა”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” მაყვალა ნიკოლაძემ.
საქართველოს იუსტიციის სამინსიტრომ 22 აგვისტოს ჟურნალისტებს საერთაშორისო სოციოლოგიური კომპანია GALLUP World-ის მიერ 2011 წელს ჩატარებული კვლევის შედეგები გააცნო, რომლის მიხედვითაც, მსოფლიოს 143 ქვეყნის მოქალაქეებს შორის საქართველოს მოქალაქეებს უსაფრთხოების ყველაზე მაღალი განცდა აქვთ.
კითხვაზე, როგორ შეიძლებოდა გაზრდილიყო მოსახლეობაში უსაფრთხოების განცდის მაჩვენებელი, როცა ქურდობის სტატისტიკა ოფიციალურად გაიზარდა, იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ოთარ კახიძემ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ უსაფრთხოების განცდის მაჩვენებლის ზრდა მსოახლეობაში გამოიწვია ისეთი მძიმე დანაშაულებების კლებამ, როგორიცაა – ძარცვა, ყაჩაღობა, ძალადობა და ა.შ. კახიძის თქმით, 2006 წელს საქართველოში ჩადენილ დანაშაულთა 60%–ზე მეტი მძიმე დანაშაულს შეადგენდა, 2011 წელს კი მძიმე დანაშაულთა რაოდენობამ იკლო და დანაშაულთა 75% ნაკლებად მძიმე კატეგორიისა. მისივე მტკიცებით, უსაფრთხოების განცდის მაჩვეენებლი არ არის დაკავშირებული ქურდობასთან და მსგავსი ტიპის დანაშაულებებთან.