სოსო ცისკარიშვილი :

სოსო ცისკარიშვილი : "ნაციონალებისთვის მტერი და კონკურენტი ერთი და იგივე ცნებაა"

"სამწუხარო რეალობაა, რომ ნაციონალური მოძრაობა აღარ მალავს მის იდეოლოგიურ მორჩილებას ლენინის დოგმების მიმართ. ყოველდღიურად ადასტურებს, რომ მისთვის არანაირი განსხვავება არ არის კონკურენტსა და მტერს შორის. ეს ორივე ცნება სინონიმებად აქვთ ჩაბეჭდილი. ლენინი ამბობდა, ცუდია ის რევოლუციონერი, რომელიც მწვავე ბრძოლის დროს შეჩერდება კანონის ხელშეუხებლობის წინაშე - სწორედ ამან აღანთო ნაციონალური მოძრაობა და როგორც კი გამწვავდა ბრძოლა სახელისუფლებო სავარძლებისთვის, შტურმი მიიტანეს კონსტიტუციაზეც, სხვა მათთვის მოუხერხებელ კანონებზეც და გადავიდნენ ლენინურ ქმედებაზე, დევიზით - მე ვარ და ჩემი ნაბადი", - აცხადებს ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტი, პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ნაციონალებისთვის მტერი და კონკურენტი ერთი და იგივე ცნებაა.

"ამიტომ არ არის საჭირო მაინცდამაინც ივანიშვილის ლობისტი იყო, რომ მიხვდე, რაშია საქმე. სადაც კი შეუძლიათ და სადაც კი ხელი მიუწვდებათ რამე უკანონობაზე, დიდი სიამოვნებით ჩაიდენენ ამ უკანონობას, რადგან კანონი და ნაციონალური მოძრაობა, პრაქტიკულად მთლიანად გათანაბრებულია ლენინის ხედვასთან კანონთან ურთიერთობის", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი და შეკითხვაზე - "როდესაც საზოგადოება სააკაშვილი გამოსვლებს უსმენს, რწმუნდება იმაში, რომ რომ ექსცესები გარდაუვალი იქნება. რას უნდა ელოდოს ხალხი, როდესაც სააკაშვილი გამოდის და ამბობს, ჩვენ ვემზადებით არა არჩევნებისთვის, არამედ შემდგომი პერიოდისთვის, რა იგულისხმება ამაში, რომ ხალხს ქუჩაში გამოიყვანს და გარეთ გაუსწორდება?" - პასუხობს:

"ნაციონალური მოძრაობის ყველა ქმედებას ახასიათებს მზაობა და ოცნება არჩევნების შემდგომ დღეს უხეში ძალის გამოყენებაზე. სხვა არაფრით აიხსნება ჯერ კიდევ წელიწადნახევრის წინ გაცხადებული მკაფიო უარი, ბიომეტრიული პირადობის მოწმობებით არჩევნების ჩატარებაზე. ასევე ცალსახა უარი, რომ არჩევნების დასრულებისთანავე ჯერ გამოცხადებულიყო რაოდენობა ამომრჩევლის, რომელიც მივიდა თითოეულ უბანზე და ერთ საათში ქვეყნის მოსახლეობას სცოდნოდა, მთლიანად რამდენმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა არჩევნებში და შემდეგ დაეწყოთ გადათვლა, ვინ ვის რამდენი ხმა მისცა. ყოველივე მიანიშნებს იმას, რომ არჩევნები გაყალბებისთვის იყო განწირული ჯერ კიდევ დიდი ხნით ადრე, ვიდრე პოლიტიკურ სივრცეში შემოვიდოდა ბიძინა ივანიშვილი".

"ამის კიდევ ერთი დასტურია, რომ არჩევნების წინა დღეს უნდა გაითიშოს ყველა ტელეკომპანია, რომელიც არ კონტროლდება ნაციონალური მოძრაობის ვაი იდეოლოგების მიერ - ანუ თუ ვინმე ემზადებოდა დასაწყისშივე არჩევნების მეორე დღისთვის და ჰქონდა სრული მზაობა, მარცხისკენ შემობრუნების შემთხვევაში გამოეყენებინა ის ველური არსენალი, რომელსაც დიდი ხალისით იყენებს ხოლმე საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ნაციონალური მოძღაობა მოყოლებული 2007 წლიდან, რასაკვირველია, ეჭვს არ ბადებს არავისში, რომ ვინმემ მაინც თქვას - ოჰ, ისინი ამას არ იკადრებენო. სამწუხაროდ, არ დარჩა უმსგავსობა, რომელსაც არ იკადრებს ნაციონალური მოძრაობა. ასე რამ დააშინა ეს ხალხი, ამისთანა რა დანაშაული აქვთ ჩადენილი საკუთარი ქვეყნისა და მოსახლეობის წინაშე, რომ მათთვის სავარძელი და სიცოცხლე სინონიმები გახდა?" - განაგრძობს პოლიტოლოგი.

"რასაკვირველია, მთავარი პროცესის გაყალბება ძალიან გაუჭირდებათ, რადგან ამომრჩევლის მოტივაცია სულ სხვაა, განსხვავებით წინა არჩევნებიგან და მზაობაც იმისთვის, რომ უსამართლობამ კვლავ არ იზეიმოს გამარჯვება. პატიოსან ბრძოლაში დამარცხებას ასევე ღირსება სჭირდება და ქართველი ხალხი მზად იქნებოდა პატიოსან ბრძოლაში გამარჯვებულისთვის მიეზღო შესაბამისი პატივისცემა და მოთმინებაც, მაგრამ დღეს ყველა აკვირდება, რა ვითარებაში იმყოფება ქვეყანა წინასაარჩევნო პერიოდში, რა თავხედურ და ცინიკურ ნაბიჯებს დგამს ნაციონალური მოძრაობს ასეთიო არჩევნებისას, რასაკვირველია ქართველი ხალხი დამცირების ატანას აღარ აპირებს . დარწმუნებული ვარ, ის იქნება უქრესად აქტიური და იქნება ჯერ არნახული მზაობა ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობისთვის", - დასძენს სოსო ცისკარიშვილი.