ხელისუფლების საარჩევნო ზონდერ-მისია სამტრედიაში: ლადო ვარძელაშვილი, დავით ნამგალაური და გია უდესიანი 100-120 შეუმდგარი

ხელისუფლების საარჩევნო ზონდერ-მისია სამტრედიაში: ლადო ვარძელაშვილი, დავით ნამგალაური და გია უდესიანი 100-120 შეუმდგარი "სპორტსმენით"

"კვირას სამტრედიის რაიონის სოფელ დაბა კულაშში "ქართული ოცნების აქტივისტი, სერგო კიღურაძე დააკავეს - ამის შესახებ სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" კალაძის პრესმდივანმა, ოთარ ჩრდილელმა განუცხადა. მისივე ინფორმაციით, სერგო კიღურაძე დაბა კულაშში ბიძასთან სტუმრად იმყოფებოდა, პოლიცია სერგო კიღურაძის ბიძის სახლში შევარდა, დაარბიეს სახლი, ნაცემია ოჯახის დიასახლისი, რომელსაც კბილები აქვს ჩამტვრეული, სერგო კიღურაძე კი დააკავეს", - განაცხადა ჩრდილელმა. "ქრონიკა" დეტალების გასარკვევად კახალ კალაძის პრესმდივანს ოთარ ჩრდილელს დაუკავშირდა", - წერს გაზეთი "ქრონიკა" სტატიაში სათაურით სამტრედიაში კახი კალაძის დაცვის წევრი დაიჭირეს?!

"კიღურაძე კალაძის დაცვის წევრი არ არის, ის "ქართული ოცნების" აქტივისტია. ის დააკავეს თავის ბიშაძვილთან, თენურ კიღურაძესთან ერთად, პ[ოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით და სააკაშვილის უკანონო სასამართლომ მათ 80-80 დღეს პატიმრობა უკვე შეუფარდა. ორივე დაკავებული სასტიკადაა ნაცემი. ჩვენ ახლა მივდივართ რუსთავიდან სამტრედიაში და ყველაფერს გავაკეთებთ ამ ადამიანების კანონიერი ინტერესების დასაცავად", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ოთარ ჩრდილელი.

"დიახ, ლადო ვარძელაშვილი, სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით ნამგალაურთან და მთავარ ზონდერ გია უდესიანთან ერთად იმყოფება სამტრედიაში. მათ ჩამოყვანილი ჰყავთ 100-120 "არშემდგარი" სპორტსმენი, უფრო ზუსტად კი ზონდერები. მათ ნაქირავები აქვთ სასტუმრო "ცისკარა". ისინი ახდენენ "ქართული ოცნების" წევრთა დაშინებას. სამტრედიის პოლიციის უფროსი გახლავთ ვინმე ზვიად ობოლაძე, რომელიც კუბლაშვილების ნათესავია. ის სამტრედიის რაიონში ატარებს პოლიტიკურ რეპრესიებს, მუდმივი თვალთვალი აქვს დაწესებული "ქართული ოცნების" აქტივისტებზე. ის გათამამებულია ვარძელაშვილისა და ზონდერ გია უდესიანის სამტრედიაში ჩამოსვლით. კონკრეტული ფაქტები არსებობს, როცა ჩვენი მომხრეები სცემეს, დააშინეს და დააშანტაჟეს. ისინი უფრო სოფლებზე მუშაობენ, რადგან იმ ხალხის დაშინება გაცილებით ადვილია", - დასძენს ოთარ ჩრდილელი.